in

მიქაუტაძე ბებერ ქალბატონს უნდაო: გადავა კიდევ ერთი ქართველი იტალიაში

იტალიაში საქართველოს ნაკრებისა და ფრანგული „ლიონის“ თავდამსხმელის გიორგი მიქაუტაძის შესახებ ისევ დაწერეს და კვლავ „იუვენტუსის“ ინტერესზე.
საუბარი უკვე ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზეა.

საქმე რაშია? არკადიუშ მილიკს ტრავმა აქვს, დუშან ვლაჰოვიჩი ერთადერთი ფორვარდი გამოდის. „ლიონი“ კი ფინანსურად ვერ არის სახარბიელო ვითარებში და არ არის გამორიცხული ფეხბურთელების გაყიდვაზე თანხმობა რომ თქვას.
თან ნუ დაგაგვიწყდება, რომ მიქაუატძეს საფრანგეთის მოქალაქეობაც აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ „იუვენტუსში“ უცხოელად არ ჩაითვლება, მით უმეტეს, რომ ტურინულ გრანდში არაევროკავშირელ ფეხბურთელებზე ლიმიტი ამოწურულია.

პრესაში ისიც იწერება, რომ „იუვენტუსმა“ შესაძლოა ვლაჰოვიჩიც გაყიდოს ზამთარში, თუ კარგ შეთავაზებას მიიღებს და შემცვლელს იპოვის. ტურინელებს ფორვარდთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურთ, თუმცა ამ საქმეში პროგრესი არ არის.

გავიხსენოთ, რომ „ბებერი ქალბატონის“ სპორტული დირექტორია კრისტიან ჯუნტოლი, რომელმაც „ნაპოლიში“ ხვიჩა კვარაცხელია მიიყვანა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბითაძის საუკეთესო მატჩი: 31 წუთი, 17 ქულა და მოგება ფინიქსთან

მსოფლიომ რუსეთს ისევ უარი უთხრა: რუსები მუნდიალის შესარჩევიდან მოტეხეს