in

მიქაუტაძე ბაიერნთან: დარტყმა, ძელი, პასი…

გიორგი მიქაუტაძის „ლიონმა“ მორიგი ამხანაგური შეხვედრა გერმანულ გრანდთან, მიუნხენის „ბაიერნთან“ გამართა და წააგო – 1:2.

ქართველი თავდამსხმელი ძირითად შემადგენლობაში იყო და 82-ე წუთზე შეცვალეს.
ლიონელთაგან საპასუხო გოლი სწორედ მისმა შემცვლელმა როდრიგესმა გაიტანა მოედანზე შეცვლიდან ორიოდ წუთში.

გატანა შეეძლო თავად ჟორჟსაც. პირველ ტაიმში შორიდან დაურტყა მანუელ ნოიერს და მცირედით ააცილა, მეორე ნახევარში კი თავგზა აუბნია ჯონათან ტაას და კარშიც დაარტყა, მაგრამ ბურთი ძელს მოხვდა. მეორე ტაიმში ემბედი მეკარესთან პირისპირ გაიყვანა.

ბაიერნი – ლიონი 2:1
გოლები: 1:0 ოლისე (53, პენ), 2:0 ოლისე (62), 2:1 გომესი (83)

მომდევნო ამხანაგურ მატჩს “ლიონი” 9 აგვისტოს, “ხეტაფესთან” გამართავს. შემდეგ უკვე ჩემპიონატი იწყება – 16 აგვისტოს სტუმრად „ლანსთან“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ლოჩოშვილის დებიუტი გერმანიაში: ნიურნბერგმა პირველი წააგო