გიორგი მიქაუტაძემ „რომას“ წინადადება უარყო და „ლიონში“ დარჩენა გადაწყვიტა – ამის შესახებ ინფორმაციას Footmercato ავრცელებს.
„გიორგი მიქაუტაძეს „რომაში“ გადასვლა არ აინტერესებს. ცოტა ხნის წინ იტალიური კლუბი დაინტერესდა, რამდენად შესაძლებელი იყო იანვარში ქართველ თავდამსხმელის ტრანსფერი. რომაელები ცენტრალურ თავდამსხმელის შეძენას გეგმავენ, თუმცა მიქაუტაძესთან დაკავშირებით მათი მცდელობა ჩაიშალა.
მიქაუტაძე „ლიონის“ დატოვებას არ აპირებს. ეს ფრანგულ კლუბში მისი პირველი სეზონია და სურს, რომ ის „ლიონში“ დაასრულოს“, – იუწყება Footmercato.
1tv.ge
GIPHY App Key not set. Please check settings