„მანჩესტერთან“ ევროპა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალური მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე „ლიონის“ მწვრთნელმა პაულო ფონსეკამ განაცხადა, რომ ძლიერ მეტოქესთან რთული დაპირისპირება ელით, მაგრამ ბოლომდე იბრძოლებენ და თავის გუნდში ჯანსაღ ატმოსფეროზე ისაუბრა:
„გუნდში ატმოსფერო თვითდაჯერებით, ოპტიმიზმითა და გამბედაობითაა სავსე. კარგ პერიოდში ვიმყოფებით და ძალიან გჯერა ჩვენი გუნდის. აქ, „ოლდ ტრაფორდზე“, ასეთ გარემოში თამაში ძალიან სასიამოვნოა. ფეხბურთს ასეთი მომენტების განცდისთვის ვთამაშობთ. ამით სიამოვნება უნდა მივიღოთ.
რაც შეეხება პენალტს, ორი თუ სამი შემსრულებელი გვყავს. მეორედ მოხდა, როდესაც ალექსანდრ ლაკაზეტმა თერთმეტმეტრიანის დარტყმა გიორგი მიქაუტაძეს დაუთმო. ჟორჟი ერთ-ერთია, რომელსაც პენალტის გატანა შეუძლია. ვფიქრობ, ეს ჩვენი კაპიტნისგან კარგი, ძლიერი ჟესტი იყო“.
შეგახსენებთ, პირველი შეხვედრა 2:2 დასრულდა. დღეს მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
sportall.ge
GIPHY App Key not set. Please check settings