in

მიქაუტაძეს ორი გერმანული გრანდის ვარიანტი გამოუჩნდა

გიორგი მიქაუტაძე ამ ზამთარს დიდი ალბათობით გუნდს შეიცვლის. „ლიონი“ იძულებულია ფეხბურთელები გაასხვისოს, რადგან ფინანსური მდგომარეობა გამოასწოროს.

ჩვენიანის მიმართ ყველაზე დიდ ინტერესს რომ თურქული გრანდი „გალათასარაი“ ამჟღავნებს, ეს არახალია. თურქებმა არაერთი წინადადებით მიმართეს „ლიონს“ და ფეხბურთელს, დაიწერა, რომ თითქოს არც მიქაუტაძეა წინააღმდეგი, მაგრამ გამოჩნდა ახალი ვერსიებიც – ქართველ ფორვარდს ორი ძალიან კარგი გერმანული გუნდი აკვირდება და ცხადია ფეხბურთელსაც ბუნდესლიგაში, ანუ ტოპ 5-ში თამაში ურჩევნია. მით უმეტეს, რომ ისეთ კარგ გუნდებზეა საუბარი, როგორებიც არიან დორტმუნდის „ბორუსია“ და ლევერკუზენის ‘ბაიერი“, რომლებიც მუდამ მაღალი მიზნებისთვისაც იბრძვიან და ჩემპიონთა ლიგაზეც თამაშობენ.

მოკლედ, მიქაუტაძის სატრანფერო ამბავი გრძელდება. არ არის კარგი, როდესაც ფეხბურთელს ლამის ყოველ ნახევარ სეზონში გუნდის გამოცვლა უწევს და იმედია საქართველოს ნაკრების მთავარი თავდამსხმელიც სტაბილურ ნავსაყუდელს იპოვის.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ნაპოლი კვარას ვერ შეინარჩუნებს

კვარაცხელია პარიზში, თან ახლავე: პსჟ გადამწყვეტ იერიშზე გადავიდა…