„მეცის“ თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძეს საფრანგეთის ლიგა 2-ის მარტის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა და მას საამისო პრიზი უსახსოვრეს.
ქართველ თავდამსხმელს პრიზი საფრანგეთის ფეხბურთელთა პროფესიული ასოციაციის (UNFP) ვიცე-პრეზიდენტმა, დევიდ ტერიერმა გადასცა.
„ვულოცავთ „მეცის“ ქართველ ფორვარდს ლიგა 2-ის თვის საუკეთესო მოთამაშის ჯილდოს. მიქაუტაძეს პრიზი ჩვენი ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა, დევიდ ტერიერმა გადასცა, რომელიც 1997 წლამდე „მეცში“ თამაშობდა“, – წერია UNFP-ის ოფიციალურ გვერდზე.
საუკეთესოს გამოვლენაში ლიგა 2-ის გუნდების მწვრთნელები, კაპიტნები და გულშემატკივრები მონაწილეობენ.
აგერ ფოტოზეც ჩანს რამდენად აჯობა ჩვენიანმა კონკურენტებს.
„მეცის“ თავდამსხმელმა მარტში 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი შეასრულა. 22 წლის ფეხბურთელი თვის მოთამაშედ მიმდინარე სეზონში მეორედ დაასახელეს – პირველად აგვისტოში.
მიქაუტაძე ლიგა 2-ის ბომბარდირთა დავაშიც ლიდერობს: მის ანგარიშზე უკვე 20 გოლია.
GIPHY App Key not set. Please check settings