გიორგი მიქაუტაძეს უბრალოდ ვერ აჩერებენ. ქართველმა ფეხბურთელმა მორიგი შესანიშნავი მატჩი ჩაატარა და გამარჯვებაში დიდი წვლილი ითამაშა. „მეცმა“ შინ 1:0 დაამარცხა „გრენობლი“, საგოლე პასი კი ჩვენიანის ანგარიშზეა. მეორე ტაიმის დასაწყისშივე გიორგიმ მოედნის ცენტრში, კიდეზე მიიღო ბურთი, საჯარიმომდე მეურვესთან ერთად ირბინა და ბოლოს თანაგუნდელს ისე მიაწოდა, რომ მას 4-5 მეტრიდან შეეგდო.
გარდა ამისა, მიქაუტაძე ძალიან აქტიური იყო და თამამად ითქმის, რომ ყველაზე გამორჩეული. ის მუდმივად აწუხებდა მეტოქეს. პირველ ტაიმში საჯარიმოს მისადგომებიდან დაარტყა და ააცილა, მერე საჯარიმოში შეჭრილს ჰქონდა შანსი, მაგრამ მცველმა მოიგერია.
მეორე ტაიმში ისევ ავიწროებდა გიორგი მეტოქეებს, ხოლო 72-ე წუთზე ერთი ერთზე გარბოდა, როდესაც მეტოქემ ხელი უბიძგა და ბოლო იმედის ჯარიმისთვის გააგდეს.
ამის შემდეგ ჩვენიანს ერთი თითქმის 100%-იანი მომენტი ჰქონდა, მცველს დაუსხლდა და ახლო მანძილიდან ხელს არავინ უშლიდა, თუმცა მეკარემ ფეხით მოგერიება მოახერხა.
ჩვენიანი მსაჯის მიერ წამატებულ დროში შეცვალეს.
მეცი – გრენობლი 1:0
გოლი: ჯელოუ (47)
გაძევება: ნესტორი (72)
ამ მოგებით „მეცმა“ 65 ქულა დააგროვა და რადგან მეორეადგილოსანმა „ბორდომ“ ქულები დაკარგა, სხვაობა ერთ ქულამდე შეამცირა.
მომდევნო თამაში „მეცს“ 20 მაისს სტუმრად უწევს „გენგამთან“.
გიორქი მიქაუტაძემ სეზონში 22 გოლი გაიტანა, 8 საგოლე პასი გააკეთა.
GIPHY App Key not set. Please check settings