გიორგი მიქაუტაძემ ამხანაგურ მატჩში „ჰამბურგს“ გაუტანა და „ლიონს“ მარტივ მოგებაში დაეხმარა – 4:0.
ქართველმა თავადმსხმელმა მცირე ტრავმის გამო წინა შეხვედრა, ბელგიურ „მოლენბეკთან“ გამოტოვა. ახლა კი ძირითადში იყო და პირველი ტაიმი ითამაშა.
აღსანიშნავია, რომ თითო ტაიმი 60 წუთი გაგრძელდა, სულ 120 წთ. თამაში კი „ჰამბურგის“ მოედანზე ჩატარდა.
მიქაუტაძემ თავი 42-ე წუთზე გამოიჩინა. ფოფანამ ფლანგიდან ჩააწოდა და უკვე მეკარის საჯარიმოში შევარდნილმა ჟორჟმა მეკარეს და მცველს დაასწრო და ანგარიში 3:0 გახადა.
„ლიონს“ მომდევნო თამაში 30 ივლისს აქვს ესპანურ „მალიორკასთან“, 2 აგვისტოს კი “ბაიერნს” შეხვდება.
GIPHY App Key not set. Please check settings