in

მიქაუტაძემ სუპერგოლით მეცს მოაგებინა და გუნდი მე-2 ადგილზე გადაიყვანა

საფრანგეთის ლიგა 2-ში „მეცმა“ გადარჩენისთვის მებრძოლ „ლავალს“ უმასპინძლა და გიორგი მიქაუტაძის ბრწყინვალე გოლით 1:0 მოუგო.

მეორე ტაიმის დასაწყისში, 49-ე წუთზე მასპინძლებმა აუტი მოაწოდეს, ბურთი მიქაუტაძისკენ წავიდა, რომელიც საჯარიმოს ხაზთან ახლოს იმყოფებოდა და ერთი შეხებით, შორეული დარტყმით კუთხეში აუღებლად ჩააჭედა.

მიქაუტაძეს 15 გოლი აქვს და ლიგა 2-ის ბომბარდირთა დავაში „სენტ-ეტიენის“ ფორვარდს, ჯან-ფილიპ კრასოს (14) ისევ გადაასწრო.

მიქაუტაძის დამსახურებით „მეცს“ 51 ქულა დაუგროვდა და მე-2 ადგილზე აინაცვლა, თუმცა სათქმელია, რომ მდევარს 29-ე ტურის შეხვედრა ჯერ სათამაშო აქვს. ზურიკო დავითაშვილის „ბორდო“ (50 ქულა) ხვალ სტუმრად „გენგამს“ შეხვდება. რაც შეეხება „სოშოს“, მან ტურის მატჩი წააგო და 49 ქულა დარჩა.

„მეცი“ მომდევნი მატჩს გასავარდნ ზონასთან მოტრიალე „პოსთან“ გამართავს 8 აპრილს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ეს ყველაფერი შენ, თუ დაბრუნდები: რას აძლევს ბარსა მესის

ლოჩოშვილი ძირითადში დაბრუნდა, კრემონეზემ ისევ წააგო და განწირულია