გიორგი მიქაუტაძის „ლიონმა“ ევროთასების საგზურისთვის ბრძოლაში ერთ-ერთი კონკურენტი „ბრესტი“ მიიღო და მოუგო – 2:1.
ქართველი თავდამსხმელი ძირითად შემადგენლობაში იყო და ბოლომდე ითამაშა.
მიქაუტაძის წამოწყებული შეტევა შერკიმ გააგრძელა, ხოლო ლაკაზეტმა გოლით დაასრულა.
მეორე ტაიმში ჟორჟს ჰქონდა გატანის შანსი, მაგრამ მისი თავური დარტყმა მეკარემ მოიგერია.
შეფასებები: flashscore – 6.4, sofascore – 6.3, whoscored – 6.1.
აღსანიშნავია, რომ ბოლო წუთზე მასპინძელთა კარში შესაძლო პენალტის სანახავად ვიდეოკამერასთან მსაჯი მივიდა, რომელსაც პაულო ფონსეკა შეეკამათა და არბიტრმა „ლიონის“ მწვრთნელს წითელი ბარათი უჩვენა.

ლიონი – ბრესტი 2:1
გოლები: 0:1 ლალა (15, პენ), 1:1 ლაკაზეტი (24), 2:1 ლაკაზეტი (82)
„ლიონი“ 39 ქულით მე-6 ადგილზეა და მომდევნო მატჩს 6 მარტს ჩაატარებს, ევროპა ლიგაზე ბუქარესტში „სტიაუას“ შეხვდება.
GIPHY App Key not set. Please check settings