in

მიქაუტაძემ საგოლე პასი გააკეთა, ლიონი მერვედფინალში გავიდა

ევროპა ლიგის ძირითად ეტაპზე ბოლო, მე-8 ტურის შეხვედრები გაიმართა, რომელშიც ქართველების გუნდებმაც ითამაშეს.

გიორგი მიქაუტაძის „ლიონმა“ ბულგარულ „ლუდოგორეცს“ უმასპინძლა და მხოლოდ ქულა აიღო – 1:1.

ქართველი თავდამსხმელი ძირითად შემადგენლობაში იყო და 90 წუთი ითამაშა.

ჩვენიანის ანგარიშე საგოლე პასია.
„ლიონმა“ 54-ე წუთზე ანგარიში გახსნა. მიქაუტაძემ საჯარიმოში გადაცემა ჩაჭრა და ბურთი კარის წინ დროულად და ზუსტად მიაწოდა ტოლისოს, რომელმაც ზუსტად დაარტყა.

ერთ ეპიზოდი, კუთხიდან საჯარიმოში შეჭრილი მიქაუტაძე თითქოს წესების დარღვევით შეაჩერეს, მაგრამ არბიტრმა კუთხური დანიშნა.

მიქაუტაძის შეფასებებია: Flashscore – 7.0; Sofascore – 7.2; Whoscored – 7.0.

ლიონი – ლუდოგორეცი 1:1
გოლები: 1:0 ტოლისო (54), 1:1 ალმეიდა (77)

„ლიონი“ 15 ქულით მე-6 ადგილზე გავიდა და მერვედფინალში ითამაშებს.

ამავე ტურნირში ლაშა ოდიშარიას რფს-მა სტუმრად 0:1 წააგო კიევის “დინამოსთან”. ორივე გუნდი ტურნირის მიღმა დარჩა. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ნახევარმცველმა შეუცველად ითამაშა. შეფასებები: Flashscore – 6.4; Sofascore – 6.9; Whoscored – 6.4.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ხვიჩა ტურის სიმბოლურშია

სწორი ნაბიჯი გადავდგი: ქართველი ფეხბურთელი პორტუგალიურ კლუბში გადავიდა