გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალი“ 21-ე ტურში შინ „მადრიდის „რეალს” შეხვდა და წააგო – 0:2.
ქართველი თავდამსხმელი ძირითად შემადგენლობაში იყო და 77-ე წუთზე გაიყვანეს.
პირველ ტაიმში გოლის გატანას შეეცადა, მაგრამ მისი დარტყმული მცველმა დაბლოკა. მეორე ტაიმში ერთხელ თამაში გაამწვავა, მაგრამ თანაგუნდელებმა შეტევა ვერ განავითარეს.
შეფასებები: Flashscore – 5.9; Sofascore – 6.2; Whoscored – 5.9.
ვილიარეალი – რეალი 0:2
გოლები: 0:1 მბაპე (47), 0:2 მბაპე (90+2, პენ)
„ვილიარეალს“ 41 ქულა აქვს, მე-4 ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას 29 იანვარს, ჩემპიონთა ლიგაზე ლევერკუზენში „ბაიერთან“ ითამაშებს.



GIPHY App Key not set. Please check settings