გიორგი მიქაუტაძემ პსჟ-ს პარიზში გოლი გაუტანა: პირველ ტაიმში ანგარიშში სხვაობა შეამცირა – ლამაზად გადაუგდო ბურთი თავზე დონარუმას, რასაც იტალიელი მეკარის გაბრაზება და მცირე კინკლაობა მოჰყვა. როგორც ჩანს, დონარუმას არ ესიამოვნა ჩვენიანის ღიმილი, როდესაც გატანილი ბურთი კარიდან გამოჰქონდა. მსაჯმა ორივეს ყვითელი ბარათი უჩვენა. თუმცა უკვე პირველი ტაიმის ბოლოს ერთმანეთს გადაეხვივნენ…
ლიგა 1-ის მე-15 ტურში „ლიონი“ გასვლაზე პსჟ-სთან 1:3 დამარცხდა.
მიქაუტაძე, ცოტა არ იყოს და, მოულოდნელად, ძირითადში იყო.
ის 66-ე წუთზე ალექსანდრ ლაკაზეტმა შეცვალა.
მიქაუტაძის ანგარიშზე 4 გოლი და ერთი საგოლე პასია.
პსჟ – ლიონი 3:1
გოლები: 1:0 დემბელე (8), 2:0 ვიტინია (14, პენ), 2:1 მიქაუტაძე (40), 3:1 რამუში (88)
„ლიონის“ ყველა ტურნირზე 4-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყდა, 25 ქულით მე-5 ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას 21 დეკემბერს სტუმრად, თასზე რანგით მეოთხე დივიზიონის „ფენი ოლნუასთან“ ჩაატარებს.
GIPHY App Key not set. Please check settings