„ლიონის“ ფეისბუქ გვერდზე გიორგი მიქაუტაძის მცირე ვიდეო დევს, სადაც ქართველი ფორვრდი თავის სათამაშო ნომერს ამხელს.
ახალ სეზონში ჟორჟი 69-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
რატომ 69?
საქმე ისაა, რომ საფრანგეთში რეგიონებსა და ქალაქებს კოდები აქვთ მინიჭებული. მოგეხსენებათ, მიქაუტაძე ლიონში დაიბადა და აქ გაიზარდა, ეს ნომერიც სწორედ ქალაქის საპატივსაცემოდ აირჩია.
შესაბამისად, ეს ნომერი ქალაქთან ასოცირდება და „ლიონისთვის 69 მნიშვნელოვანი რიცხვია.
ან ნომრით ადრე კლუბის აკადემიის აღზრდილი, ფლორენტ სანჩესი თამაშობდა.
GIPHY App Key not set. Please check settings