in

მიქაუტაძემ მონაკო გადაწყვიტა, მაგრამ ამბობს, რომ ჯერ არ გადაუწყვეტია

გიორგი მიქაუტაძემ „მონაკოში“ გადადის. ამაზე ფრანგულმა „ეკიპმა“ დაწერა და მერე ბევრმა სხვა გამოცემამაც აიტაცა.

მოგეხსენებათ, მიქაუტაძე „მეციდან“ „აიაქსში“ 2023 წლის ზაფხულში გადავიდა, თუმცა ამსტერდამში ვერ აეწყო და შუა სეზონში იჯარით „მეცში“ დაბრუნდა. თავდამსხმელმა სეზონის მეორე ნახევარი შესანიშნავად ჩაატარა და ბევრი გუნდი დააინტერესა.

„მეცმა“ „აიაქსიდან“ ფეხბურთელის ტრანსფერი 13 მილიონ ევროდ გამოისყიდა. როგორც კი ეს მოხდა, „მონაკომ“ და „ლიონმა“ ტრანსფერზე მუშაობა დაიწყეს.

საბოლოოდ, ფეხბურთელმა არჩევანი „მონაკოზე“ შეაჩერა. სიტყვიერი შეთანხმება უკვე მიღწეულია, ახლა ერთმანეთში კლუბები უნდა შეთანხმდნენ. „მონაკოს“ ტრანსფერი დაახლოებით 20-22 მილიონი ევრო დაუჯდება.

“მონაკო” საფრანგეთის ვიცე-ჩემპიონია. გუნდს ავსტრიელი სპეციალისტი ადი ჰიუტერი უდგას სათავეში.

თავად გიორგი მიქაუატაძემ “ინსტაგრამზე” დაწერა, რომ თავის მომავალზე ჯერ არჩევანი არ გაუკეთებია:
“მინდა პატარა კომენტარი გავაკეთო ჩემს მომავალზე. არ მითქვამს პასუხი არცერთი გუნდისთვის. როცა გადაწყვეტილებას მივიღებ, სიამოვნებით ვიტყვი”.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

პორტუგალიამ რონალდოს გოლებით მოიგო, კრიშტიანომ კი მსოფლიო რეკორდი დაამყარა

ევროს ფავორიტი გერმანია ყოფილა, გამოთვალეს და საქართველო აქაც ბოლოა