in

მიქაუტაძემ მეცი ვერ დატოვა და ალბათ დატოვებს

გიორგი მიქაუტაძის „მეცი“ ლიგა 1-დან გავარდა. გუნდმა პლეი აუტის ორმატჩიანი დუელი „სენტ ეტიენს“ დაუთმო. შინ განმეორებითი შეხვედრა 2:1 მოუგო და თამაში დამატებით დროში გადავიდა, სადაც სტუმრებმა, 117-ე წუთზე გაიტანეს, ანგარიში გაათანაბრეს 2:2 და საერთო ჯამში გამარჯვებაც მოიპოვეს (4:3 ორი მატჩის ჯამში).

ეს იყო ძალიან დრამატული, დაძაბული, ბრძოლით სავსე შეხვედრა. უკვე მე-5 წუთზე „მეცის“ ფეხბურთელი დიალო უხეშობისთვის მოედნიდან მიაბრძანეს (მსაჯმა VAR-ზე ნახა) და გუნდს მთელი მატჩის კაცნაკლულად თამაში მოუწია. მიუხედავად ამისა, „მეცმა“ ორი ბურთის გატანა და საერთო ანგარიშში დაწინაურება მალევე მოახერხა. პირველი გოლის დროს მიქაუტაძემ მარჯვენა ფლანგზე გააგრძელა შეტევა, აი მეორე გოლი კი მისი დამსახურებაა: მოედნის შუაში, კიდეზე მიიღო ბურთი, მცველს ლამაზად გაცდა, საჯარიმოში შევარდა, მცველის ფეხზე წაბორძიკებულმა თავი ვერ შეიკავა და პენალტი… თავად შეასრულა, მისგან მარცხენა ძელს მოარტყა, მაგრამ ბურთი კარში შევარდა და ანგარიში 2:0 გახდა. „სენტ ეტიენმა“ ანგარიშში სხვაობის შემცირება პირველსავე ტაიმში მოახერხა, როდესაც კუთხურიდან ჩაწოდებით გაიტანა.

მეორე ტაიმი უკვე უფრო სტუმრების იყო. „მეცის“ კართან სულ უფრო იდგა დაძაბულობის სუნი და უჭირდა გუნდს ამდენი მოგერიება. ერთ ეპიზოდში არც გამოუვიდა და სტუმრებმა მეორე გოლი გაიტანეს. პროვოკაციული აღნიშვნით ქომაგები გააღიზიანეს, მაგრამ მალე ცივი შხაპი მიიღეს: არბიტრმა VAR-ს ერთხელაც მიმართა, გოლი გააუქმა და ჯარიმა მისცა მასპინძლებს.

მოკლედ თამაში დამატებულ დრომდე მივიდა, სადაც სტუმრები უფრო იყვნენ მოსაგებად მომართულები. „მეცს“ უფრო თავის დაცვა უხდებოდა და თითქმის გამოუვიდა, მაგრამ მოგეხსენებათ თითქმის არ ითვლება, მით უმეტეს, რომ სამიოდ წუთით ადრე საჯარიმოში მეტოქე დატოვეს და ვაჯიმ ახლო მანძილიდან გამარჯვების გოლი შეაგდო. დარჩენილ დროში მიქაუტაძემ მაღალი ჩაკიდებული ბურთი კოხტად ჩამოიღო, მაკრატელას სტილში დარტყმა სცადა, მაგრამ მცველი ძალიან ახლოს იდგა და დაუფარა…

გიორგის flashscore-მა 7.2 დაუწერა, sofascore-მა – 7.5.

მეცი – სენტ ეტიენი 2:2
პირველი მატჩი 1:2

1:0 – კამარა, 17. 2:0 – მიქაუატაძე, 25 (პენ). 2:1 – პეტრო, 35. 2:2 – ვაჯი, 117.

ქართველი ფორვარდის დიდი მცდელობის მიუხედავად, „მეცმა“ ელიტაში ადგილი ვერ შეინარჩუნა, თუმცა თავად დიდი ალბათობით აღარ დარჩება და ბევრად ძლიერ გუნდში გადავა. თუმცა მანამდე საქართველოს ნაკრები და ევროპის ჩემპიონატია…

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მამარდაშვილი მსოფლიო მეკარეების ათეულშია

ნაკრებში უკვე 20 ფეხბურთელია: ყველა ცდილობს მეტი ივარჯიშოს – ფოტო