ლიგა 1-ის მე-13 ტურში „ლიონმა“ შინ მასზე წინ მდგომი „ნიცა“ უპრობლემოდ დაამარცხა – 4:1 და ცხრილში გადაასწრო.
გიორგი მიქაუტაძე 71-ე წუთზე შევიდა მატჩის გმირის ალეკსანდრ ლაკაზეტის ნაცვლად, რომელმაც ჰეთ-თრიკი შეასრულა.
ჩვენიანი აქტიურად ჩაერთო თამაშში და მცირე დროის მიუხედავად დადებითი შეფასებები მიიღო: Flashscore – 7.1, sofascore – 6.9, whoscored – 6.4.
ლიონი – ნიცა 4:1
გოლები: 1:0 ლაკაზეტი (4), 1:1 დიოპი (22), 2:1 ლაკაზეტი (42), 3:1 ვერეტუ (43), 4:1 ლაკაზეტი (69, პენ)
„ლიონი“ 22 ქულით მე-5 ადგილზეა და 8 დეკემბერს სტუმრად „ანჟის“ შეხვდება.
GIPHY App Key not set. Please check settings