გიორგი მიქაუტაძემ პირველად ითამაშა „ლიონის“ შემადგენლობაში.
მისი გუნდი ამხანაგური მატჩში საბა საზონოვის „ტორინოს“ შეხვდა – 0:0.
ორივე ქართველი 76-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე.
გიორგი „ლიონს“ დაგვიანებით შეუერთდა, ჯერ კონდიციების აღდგენას ცდილობს და ძირითად შემადგენლობაში არ ყოფილა.
ფოტოზეც ჩანს, რომ ერთ ეპიზოდში მიქაუტაძეს შანსი მიეცა, მცველი კი უშლიდა, მაგრამ დარტყმა მოახერხა, რომელიც მეკარემ მოიგერია.
„ლიონი“ მომდევნო სპარინგმატჩს 3 აგვისტოს „უნიონ ბერლინთან“ ჩაატარებს, შემდეგ „ემირატების თასზე“ 11 აგვისტოს ლონდონის „არსენალს“ შეხვდება. საფრანგეთის ჩემპიონატში კი პირველი მატჩი 18 აგვისტოს „რენთან“ აქვს სტუმრად.
GIPHY App Key not set. Please check settings