გიორგი მიქაუტაძემ ისევ გაიტანა, თუმცა „ლიონმა“ სტუმრად კონკურენტ „სტრასბურგთან“ წააგო – 2:4. ასე დასრულდა 5-მატჩიანი დაუმარცხებელი სერია.
ქართველი თავდამსხმელი ძირითად შემადგენლობაში იყო. პირველ ტაიმში რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნა, ერთხელ ხარიხას მოარტყა, ხოლო თანაგუნდელს მისი პასით გატანა შეეძლო.
გოლი კი ჩვენიანმა სულ ბოლოს გაიტანა, 90+7-ე წუთზე პენალტით და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
შეფასებები: Flashscore – 7.0; Sofascore – 6.9; Whoscored – 7.2.
ჟორჟის ანგარიშზე ლიგა 1-ში 8 გოლი და 4 საგოლე პასია. ბოლო ხუთ შეხვედრაში კი (კლუბსა და ნაკრებში) 8 გოლი დააგროვა.
მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე (კლუბში) 37 მატჩში 14 გოლი და 8 საგოლე გადაცემაა.
სტრასბურგი – ლიონი 4:2
გოლები: 1:0 სანტოსი (50), 2:0 ბაკვა (60), 2:1 ტოლისო (62), 3:1 ემეგა (73), 4:1 ამო-ამეიო (89), 4:2 მიქაუტაძე (90+7, პენ)
„ლიონი“ 45 ქულით მე-6 ადგილზე ჩავიდა და 5 აპრილს „ლილს“ უმასპინძლებს.
GIPHY App Key not set. Please check settings