in

მიქაუტაძემ ისევ გაიტანა, მაგრამ მეცმა მაინც წააგო

გიორგი მიქაუტაძის „მეცმა“ საფრანგეთის ჩემპიონატის 31-ე ტურის უმნიშვნელოვანესი შეხვედრა „ლილთან“ საკუთარ მოედანზე წააგო – 1:2. ქართველმა თავდამსხმელმა გოლი ისევ გაიტანა, როდესაც ანგარიში გახსნა, მაგრამ პირველივე ტაიმში „მეცმა“ ორი გაუშვა და მერე თამაშის გადარჩენა ვეღარ მოახერხა.

„ლილი“ მესამე ადგილისთვის და შესაბამისად ჩემპიონთა ლიგაზე მოსახვედრად იბრძვის, ამიტომ მისთვისაც ყოველ ქულას მნიშვნელობა აქვს.

მასპინძლებმა თამაში აქტიურად დაიწყეს და 22-ე წუთზე ანგარიში გახსნეს. არბიტრმა პენალტი დანიშნა (საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი ხელზე მცველს მოხვდა), რომელიც მიქაუტაძემ მშვენივრად შეასრულა, რადგან მეკარე დარტყმის მიმართულებას მიხვდა, მაგრამ ბურთი ვერ მოიგერია.

მეორე ტაიმში „მეცი“ ანგარიშის გათანაბრებას შეეცადა, მიქაუტაძის პასით საბალიმ გაიტანა, მაგრამ თამაშგარე დაფიქსირდა.

მიქაუტაძის თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეფასეს: Sofascore – 6.7, Flashscore – 6.7, Whoscored – 6.6.

გიორგის 11 გოლი დაუგროვდა და ლიგა 1-ის ბომბარდირთა ხუთეულშია. არ დაგვავიწყდეს, რომ ჩვენიანი ნახევარი სეზონი ლიგა 1-ში არც ყოფილა. ჩვენიანმა ბოლო 4 მატჩში მე-6 გოლი გაიტანა.

მეცი – ლილი 1:2
გოლები: 1:0 მიქაუტაძე (23, პენ), 1:1 ისმაილი (31), 1:2 იაზიჯი (44)

31 ტურის შემდეგ „მეცი“ 29 ქულით მე-16 ადგილზე, ანუ აუტსაიდერთა ზონაში დაეშვა და ადგილი გაუცვალა „ლე ავრს“, რომელსაც წინა ტურში აჯობა. ამ გუნდმა მოულოდნელად გასვლაზე საჩემპიონოდ გამზადუბელ პსჟ-სთან 3:3 ითამაშა.

„მეცი“ 4 მაისს „რენს“ უმასპინძლებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ხვიჩა ბარსელონას უნდა, ხვიჩასაც უნდა ბარსელონა: რას იტყვის ნაპოლი

ბითაძეს მხოლოდ 4 წუთი მისცეს, ორლანდომ ანგარიში გაათანაბრა