in

მიქაუტაძემ ისევ გაიტანა და მეცს მოაგებინა: ბოლოჯერ?

მშვენიერ ფორმაშია გიორგი მიქაუტაძე, რომელმაც არც სეზონებს შორის შესვენება შეიმჩნია და არც ლიგა 2-სა და ლიგა 1-ს შორის სხვაობა. ჩვეულებრივ განაგრძობს გოლების გატანას. ერთი ეგაა, კიდევ მოუწევს თუ არა „მეცის“ მაისურით.

„მეცი“ მე-3 ტურში „კლერმონს“ ესტუმრა და 1:0 მოუგო. ეს გამარჯვების გოლი კი ქართველის ანგარიშზეა. გიორგიმ ზედიზედ მეორე შეხვედრაში შეძლო გოლის გატანა, მანამდე კი საგოლე პასიც მიითვალა. მოკლედ, სამ ტურში – 2 გოლი და 1 ასისტი.

მიქაუტაძე „კლერმონთან“ ძირითად შემადგენლობაში იყო და 86-ე წუთზე შეცვალეს.

69-ე წუთზე გიორგიმ ანგარიში გახსნა. „კლერმონის“ მცველს ფეხი დაუცდა, თითქმის მოედნის ცენტრთან მიქაუტაძემ ბურთი მოიპოვა, მეკარესთან პირისპირ გავიდა და ზუსტად დაარტყა.

მიქაუტაძის თამაში 7.6 ქულით შეფასდა და მასზე მეტი მხოლოდ მეკარეს დაუწერეს, ისიც 7.7.

შესაძლოა, ეს „მეცში“ მიქაუტაძის ბოლო შეხვედრა იყო, რადგან მისით ბევრი კლუბია დაინტერესებული. ყველაზე რეალურ ვარიანტად ფრანკფურტის „აინტრახტი“ დასახელდა, თუმცა ამსტერდამის „აიაქსზეც“ ამბობენ.

3 ტურის შემდეგ „მეცი“ 4 ქულით მე-12 ადგილზეა.
მომდევნო თამაში 3 სექტემბერს აქვს შინ „რეიმსთან“. იქნება გიორგიც?

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ორი დარტყმა, ორი გოლი: ვალენსიამ პირველად წააგო – როგორია მამარდას შეფასებები

კვარაცხელია სტრატოსფერული პასით დაბრუნდა: როგორ შეაფასეს ხვიჩას დებიუტი