in

მიქაუტაძემ თასზე გაიტანა

გიორგი მიქაუტაძემ ესპანეთის თასის 1/64 ფინალში გოლი გაიტანა, რაც მისთის სადებიუტოა ამ ტურნირზე, ხოლო მისმა „ვილიარეალმა“ ქვედა ლიგის „სიუდად დე ლუსენა“ კორდობაში მარტივად დაამარცხა – 6:0.

ჩვენიანმა შეხვედრა თადარიგში დაიწყო და მეორე ტაიმში შევიდა. გოლი კი 81-ე წუთზე გაიტანა და ანგარიში 5:0 გახადა. მიქაუტაძე საჯარიმოში მცირე არეულობის შემდეგ ბურთს მეკარის საჯარიმოს კუთხესთან დახვდა და დაბალი ძლიერი დარტყმით მეკარეს ფეხებს შორის გაუძვრინა.

ყველა ტურნირზე ეს მიქაუტაძისთვის მეხუთე გოლია.

მომდევნო შეხვედრას “ვილიარეალი” 1 ნოემბერს ჩაატარებს: ჩემპიონატის მე-11 ტურში “რაიო ვალეკანოს” უმასპინძლებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

შენგელაის 28 წუთი, 11 ქულა და მოგება მილანთან

ხვიჩა შეცვლაზე შევიდა, პსჟ-მ ვერ მოიგო