გიორგი მიქაუტაძის „მეცი“ ლიგა 1-ში „რეიმსს“ ესტუმრა და ზედიზედ ორი მოგების შემდეგ 1:2 დამარცხდა.
ქართველმა თავდამსხმელმა, რომელმაც მანამდე ზედიზედ სამ მატჩში გაიტანა, ამჯერად თავი ვერ გამოიჩინა. შანსი კი ჰქონდა – 65-ე წუთზე ახლო მანძილიდან მასპინძელთა მეკარეს ვერ აჯობა.
მიქაუტაძემ შეუცვლელად ითამაშა და მისი თამაში ასე შეაფასეს: sofascore – 6.6; flashscore – 6.2; whoscored – 6.1.
რეიმსი – მეცი 2:1
გოლები: 1:0 დიაკიტე (3), 1:1 ატა (14), 2:1 იტო (79)
„მეცმა“ 26 ტურის შემდეგ 23 ქულა დააგროვა და ბოლოსწინა, მე-17 ადგილზეა. მომდევნო შეხვედრა “მეცს” 30 მარტს შინ უწევს „მონაკოსთან“.
GIPHY App Key not set. Please check settings