in

მიქაუტაძემ ვერ გაიტანა და შეცვალეს, ვილიარეალმა კვიპროსში წააგო

ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურის მეორე სათამაშო დღეს გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალი“ მოულოდნელად დამარცხდა – 0:1 კვიპროსულ გუნდთან.

„პაფოსთან“ გასვლითი შეხვედრა ნახევრადცარიელ ისედაც პატარა სტადიონზე დიდად სანახობრივი ვერ გამოვიდა. პირველ ტაიმში ერთადერთი მომენტი სწორედ მიქაუტაძეს ჰქონდა, მაგრამ ვერ გამოიყენა.

ჩვენიანი შესვენების შემდეგ მალევე, 56-ე წუთზე შეცვალეს.

შეფასებები: sofascore – 6.3, whoscored – 6.1, flashscore – 5.9, ogol – 6.6.

პაფოსი – ვილიარეალი 1:0
გოლი: ლიუკასენი (46)

„ვილიარეალი“ 1 ქულით 32-ე ადგილზეა და მომდევნო მატჩს ტურნირზე 26 ნოემბერს დორტმუნდში „ბორუსიასთან“ გამართავს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ხვიჩა ცდილობდა, მაგრამ პსჟ ბაიერნთან მაინც დამარცხდა

მამარდა რეალის შემდეგ: რთული პერიოდი გავიარეთ და ასე უნდა გავაგრძელოთ