in

მიქაუტაძემ ევროპა ლიგაზე დუბლი შეასრულა: მეორე ლამაზად გაიტანა – ჟორჟი საუკეთესო გახდა

გიორგი მიქაუტაძემ ევროპის ლიგაზე დუბლი გააკეთა. ეს მისი პირველი გოლებია საერთაშორისო ტურნირზე. „ლიონმა“ კი სტუმრად „ყარაბაღთან“ მოიგო – 4:1.

გიორგიმ ანგარიში მე-15 წუთზე გახსნა. მარჯვენა ფლანგიდან გამჭოლ პასზე მეურვეს დაასწრო და ერთი შეხებით აიღო მეტოქის კარი.

მე-80 წუთზე მეოთხე გოლის ავტორი გახდა. კიდევ ერთი ფლანგური პასის შემდეგ საჯარიმოში აღმოჩნდა, მცველი მოხდენილად მოიშორა, მეკარეც გააბითურა და ძირს დაყრილ მეტოქეებს ბურთი ზემოდან რბილად გადაატარა.

მესამე საგოლე შეტევაც მიქაუტაძემ წამოიწყო ბრწყინვალე პასით.

ქართველი ფეხბურთელი მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა.

ჟორჟმა ორივე გუნდიდან ყველაზე მაღალი შეფასებები დაიმსახურა: Flashscore – 8.3; Sofascore – 8.8; Whoscored – 9.2.

ყარაბაღი – ლიონი 1:4
გოლები: 0:1 მიქაუტაძე (15), 0:2 ტოლისო (63),
0:3 ფოფანა (68), 0:4 მიქაუტაძე (80), 1:4 პერი (88, საკ. კარში)

„ლიონს” 5 ტურის შემდეგ 10 ქულა, 3 მოგება, ერთი ფრე და ერთი მარცხი აქვს.
მომდევნო შეხვედრას 13 დეკემბერს შინ „აინტრახტთან“ ჩაატარებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო: შენგელიას 8 ქულა და პარიზული ბრძოლა

ჩვენები ევროტურნირებზე: გოჩოლეიშვილმა ტრავმა მიიღო