გიორგი მიქაუტაძემ ისევ გაიტანა, ზედიზედ მეორე შეხვედრაში. ქართველმა ფორვარდმა შესანიშნავი მატჩი ჩაატარა სტუმრად „ანსისთან“ და „მეცს“ გამარჯვებაში დაეხმარა – 3:0.
მიქაუტაძემ სამივე გოლში მიიღო მონაწილეობა.
„მეცი“ 27-ე წუთზე სწორედ ჩვენიანმა დააწინაურა.
მეორე ტაიმში გუნდმა უპირატესობა გიორგის პასით გაზარდა. 83-ე წუთზე კი მიქაუტაძემ დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
მიქაუტაძის 14 გოლი დაუგროვდა და გათამაშების ბომბარდირია.
26 ტურის შემდეგ „მეცს“ 44 ქულა აქვს და მე-4 ადგილზეა. მეორე ადგილზე მყოფ „ბორდოს“ სულ 2 ქულით ჩამორჩება.
მომდევნო შეხვედრა კი 13 მარტს უწევს შინ ერთპიროვნულ ლიდერ „ჰავრთან“.
GIPHY App Key not set. Please check settings