in

მიქაუტაძემ გაფუჭებული პენალტი გაიტანა: ლიონმა უხეშ მატჩში მოიგო

გიორგი მიქაუტაძის „ლიონმა” ბოლო ამხანაგური მატჩი ითამაშა და 2:1 მოუგო ესპანურ “ხეტაფეს”.

ქართველი ფორვარდი ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა.

აღსანიშნავია, რომ სამი პენალტი დაინიშნა. გამოუყენებელი პენალტი კი მიქაუტაძის იყო: 24-ე წუთზე მისი დარტყმული მეკარემ მოიგერია, თუმცა იქვე დაამატა და ანგარიში გახსნა.
გოლის გატანის მომენტში მას ტრავმა მიაყენეს. თუმცა გიორგიმ თამაშის გაგრძელება შეძლო და ბოლომდეც ითამაშა.

ზოგადად “ხეტაფეს” ფეხბურთელები უხეშობდნენ, “ლიონის” ფანებმა კი სოციალურ ქსელში მკაცრად გააკრიტიკეს მეტოქის ასეთი თამაში.

ლიონი – ხეტაფე 2:1
გოლები: 1:0 მიქაუტაძე (25), 1:1 მილა (40, პენ), 2:1 მაიტლანდ-ნაილზი (64, პენ)
გამოუყენებელი პენალტი: მიქაუტაძე (24, ლიონი)
გაძევება: დიანე (63, ხეტაფე)

„ლიონს” ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩი პარასკევს, 15 აგვისტოს აქვს, სტუმრად “ლანსთან”.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

დავითაშვილი ნავიდან გადახტომას ცდილობs: სენტ ეტიენმა კარი გამოუკეტა

გოჩოლეიშვილი კარგ ფორმაშია და ბევრი სათამაშო დრო ექნება