გიორგი მიქაუტაძემ ისევ გაიტანა, მაგრამ „ლიონმა“ ძალიან მნიშვნელოვან დროს წააგო – შინ „ლანსთან“ 1:2.
ქართველი თავდამსხმელი ძირითად შემადგენლობაში იყო და 78-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა. ფლანგური გადაცემისას მცველს დაუსხლტდა და თავით ზუსტად დაარტყა შორეულ დაბალ კუთხეში.
ითამაშა შეუცვლელად.
შეფასებები: Flashscore – 7.1; Sofascore – 7.8; Whoscored – 7.2.
მიქაუტაძემ ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა და ჩემპიონატის ზედიზედ მეოთხე შეხვედრაში შეასრულა შედეგიანი მოქმედება. მიმდინარე ჩემპიონატში მის ანგარიშზე 11 გოლი და 6 საგოლე პასია.
ყველა ტურნირზე 45 მატჩში კი 17 გოლი და 11 საგოლე გადაცემაა.

ლიონი – ლანსი 1:2
გოლები: 0:1 კოიალიპუ (21), 1:1 მიქაუტაძე (79), 1:2 ზარური (85)
32 ტურის შემდეგ „ლიონი“ 54 ქულით მე-7 ადგილზე დაქვეითდა და 10 მაისს, ბოლოსწინა ტურში „მონაკოს“ ესტუმრება. თუმცა უნდა ითქვას, რომ ჩემპიონთა ლიგის ზონამდე სულ 3 ქულა აშორებს.
GIPHY App Key not set. Please check settings