ლიგა 1-ის 22-ე ტურში „ლიონი“ სტუმრად აუტსაიდერ „მონპელიეს“ შეხვდა და განსაკუთრებული პრობლემების გარეშე მოუგო – 4:1.
გიორგი მიქაუტაძე ძირითადში იყო და სასიხარულოა, რომ ანგარიში მალევე სწორედ მან გახსნა. მე-3 წუთზე ბურთი საჯარიმოში ზურგით მდგომმა მიიღო, მოტრიალდა, მეურვე კორპუსით დაფარა და შორეულ დაბალ კუთხეში ზუსტად დაარტყა.
მიქაუტაძე 70-ე წუთზე ალეკსანდრ ლაკაზეტმა შეცვალა.
გიორგის თამაში ანალიტიკურმა საიტებმა ასე შეაფასეს: whoscored – 7.3, flashscore – 7.2, sofascore – 7.0.
მიქაუტაძემ ზედიზედ მეორე შეხვედრაში გაიტანა, სულ კი მის ანგარიშზე ამ სეზონში ყველა ტურნირზე 30 მატჩში 10 გოლი და 2 საგოლე პასია. აქედან ლიგა 1-ში 6 გოლია.

მონპელიე – ლიონი 1:4
გოლები: 0:1 მიქაუტაძე (3), 1:1 კულიბალი (38), 1:2 ნუამა (50), 1:3 ტოლისო (53), 1:4 ლაკაზეტი (73)
„ლიონმა” ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა, 36 ქულით მე-5 ადგილზეა და 23 თებერვალს… ხვიჩას პსჟ-ს უმასპინძლებს.

GIPHY App Key not set. Please check settings