გიორგი მიქაუტაძის „ლიონმა“ ლიგა 1-ში „რეიმსს“ უმასპინძლა და დიდი ანგარიშით მოუგო – 4:0.
„ლიონის“ კაპიტანი ალექსანდრ ლაკაზეტი დაშავდა და ძირითად შემადგენლობაში ქართველი თავდამხმელი მოხვდა. გიორგიმ სრულად ითამაშა და მატჩის მიწურულს გოლის გატანაც მოახერხა: შერკის იდეალური ფლანგური პასის შემდეგ ჟორჟმა ახლო მანძილიდან დააგვირგვინა შეტევა.
საერთო ჯამში კი, ჩვენიანი მთელი თამაშის განმავლობაში გაუთავებლად მოძრაობდა და შანსებს ეძებდა.
შეფასებები ასეთია: Flashscore – 7.3; Sofascore – 7.3; Whoscored – 7.7.
მიქაუტაძემ ჩემპიონატში მე-5 გოლი გაიტანა(პლუს ერთი საგოლე პასი), ყველა ტურნირზე კი 29 მატჩში 9 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.
ლიონი – რეიმსი 4:0
გოლები: 1:0 ტალიაფიკო
(36), 2:0 ტოლისო (68), 3:0 შერკი (78), 4:0 მიქაუტაძე (90+3)
გაძევება: ზაბი (87, რეიმსი)
„ლიონმა“ 7-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა, 33 ქულით მე-6 ადგილზეა და 16 თებერვალს სტუმრად „მონპელიეს“ შეხვდება.

GIPHY App Key not set. Please check settings