გიორგი მიქაუტაძის „ლიონმა“ საფრანგეთის ჩემპიონატში „ნანტს“ უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. ეს კი ფაქტობრივად ჩვენი თავდამსხმელის გარეშე გააკეთა: მიქაუტაძე მოედანზე მხოლოდ მატჩის მიწურულს გამოჩნდა, 83-ე წუთზე – გუნდის კაპიტანი ალექსანდრ ლაკაზეტი შეცვალა.
მიუხედავად მცირე დროისა, მიქაუტაძეს ბოლო წუთებზე გოლის გატანა ორჯერ შეეძლო, მაგრამ ორივეჯერ მეკარემ აჯობა.
ლიონი – ნანტი
გოლები: 1:0 ტალიაფიკო (22), 2:0 პალოი (54, ავტოგოლი).
7 ტურის შემდეგ „ლიონმა“ 10 ქულა მოიპოვა და მე-7 ადგილზეა.
მომდევნო შეხვედრას 20 ოქტომბერს გასვლაზე “ჰავრთან” ჩაატარებს.
GIPHY App Key not set. Please check settings