გიორგი მიქაუტაძემ ესპანეთის ჩემპიონატში მადრიდის „რეალს“ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გაუტანა, მაგრამ მისი „ვილიარეალი“ დამარცხდა – 1:3.
მიქაუტაძე თადარიგში იყო და შესვენების შემდეგ შევიდა შეცვლაზე.
73-ე წუთზე ქართველმა ფორვარდმა „რეალს“ საჯარიმოს სიახლოვიდან ეფექტური გოლი გაუტანა, მეკარისგან მარჯვენა დაბალ კუთხეში.
ჟორჟს მეორე გოლის გატანაც შეეძლო, როცა საჯარიმოს ხაზთან კარგად შემოტრიალდა და ჰაერშივე დაარტყა, მაგრამ ოდნავ გადააცილა ხარიხას.
62-ე წუთზე მიქაუტაძეზე უხეშობისთვის მსაჯს მადრიდელთა კარში პენალტის დანიშვნაც შეეძლო, მაგრამ თამაში გააგრძელა.
ლა ლიგაში მიქაუტაძემ მეორე გოლი გაიტანა, სულ კი „ვილიარეალში“ მის ანგარიშზე 3 გოლი და 1 საგოლე პასია.
შეფასებები: Flashscore – 6.5; Whoscored – 6.7; Sofascore – 7.5 (ყველაზე მაღალი შეფასება გუნდშ).

რეალი – ვილიარეალი 3:1
გოლები: 1:0 ვინისიუსი (47), 2:0 ვინისიუსი (69, პენ), 2:1 მიქაუტაძე (73), 3:1 მბაპე (81)
გაძევება: მოურინიო (77, ვილიარელი)
„ვილიარეალი“ 16 ქულით მე-3 ადგილზეა და 18 ოქტომბერს „ბეტისს“ უმასპინძლებს.
GIPHY App Key not set. Please check settings