in

მიქაუტაძემ არსენალთან ძირითადში ითამაშა

გიორგი მიქაუტაძის „ლიონი“ „ემირატების თასზე“ ლონდონის „არსენალს“ მისავე მოედანზე შეხვდა და 0:2 ულაპარაკოდ დამარცხდა.

ქართველი ფორვარდი ძირითად შემადგენლობაში იყო და 65-ე წუთზე შეცვალეს.

მიქაუტაძეს მეორე ტაიმში შეეძლო გატანა. 50-ე წუთზე აბნერმა გიორგის საჯარიმოსთან მისცა პასი, მაგრამ ჩვენიანის შორიდან დარტყმული ბურთი მიზანს ასცდა.

ჩვენიანს 6.0 დაუწერეს და კომენტარად მიუწერეს, რომ მატჩის დიდ ნაწილში წყნარად იყო.

„ემირატების თასი“ „არსენალის“ ტრადიციაა, სეზონის გახსნამდე მთავარი სპონსორის სახელობის თასს ათამაშებენ, რომელშიც „ლიონი“ უკვე მეათედ მიიწვიეს.

არსენალი – ლიონი 2:0
გოლები: 1:0 სალიბა (9), 2:0 გაბრიელ ჟეზუსი (27)

„ლიონს“ მომდევნო მატჩი უკვე ლიგა 1-ის აქვს: 18 აგვისტოს, პირველ ტურში „რენს“ უმასპინძლებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

როგორ ითამაშეს ნაკრების წევრებმა – ლეგიონერები

ფოტო: ვარსკვლავებმა ყოფილი კლუბების მესამე ფორმა წარადგინეს