in

მიქაუტაძემ აიწყვიტა: შეცვლაზე შევიდა, გაატანინა და მერე გადამწყვეტი სუპერგოლი თავად გაიტანა

გიორგი მიქაუტაძემ მორიგი საოცარი მატჩი ჩაატარა. ჩვენიანი ძირითადში არ ყოფილა, მხოლოდ 77-ე წუთზე შეუშვეს. ერთ წუთში ასისტი გააკეთა და ანგარიში გათანაბრდა, ხოლო 82-ე წუთზე თავად სუპერდარტყმით გაიტანა და „ლიონი“ წინ გაიყვანა. მერე, წამატებულ დროში ჟორჟმა კიდევ ერთი ასისტი მიითვალა.
და ეს ყველაფერი 13 წუთში!

„ლიონმა“ 28-ე ტურში „ლე ავრს“ უმასპინძლა და 4:2 მოუგო.
გიორგიმ მოედანზე შესვლიდან ორ წუთში ეფექტური პასით დასარტყმელ პოზიციაზე ფოფანა გაიყვანა.
82-ე წუთზე, კუთხურის გათამაშების შემდეგ, მიქაუტაძემ რთული პოზიციიდან ერთი შეხებით უძლიერესად დაარტყა და ბადე ცხრიანში გახია.
ბოლო წუთზე კი კიდევ ერთი საგოლე პასი გააკეთა მარჯვენა მხრიდან.

მიქაუტაძემ ბოლო ორ შეხვედრაში 3 გოლი და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა!
სულ ლიგა 1-ში 7 გოლი და 2 ასისტი აქვს.
ამ სეზონში ყველა ტურნირზე 36 მატჩში 13 გოლი და 8 საგოლე გადაცემაა.

ქართველმა ანალიტიკური საიტებისგან ორივე გუნდიდან ყველაზე მაღალი შეფასებები მიიღო: Flashscore – 8.7; Sofascore – 9.4; Whoscored – 8.6.

ლიონი – ლე ავრი 4:2
გოლები: 1:0 ლაკაზეტი (22, პენ), 1:1 ტურე (31, პენ), 1:2 კაზიმირი (45+1), 2:2 ფოფანა (78), 3:2 მიქაუტაძე (82), 4:2 ალმადა (90+6)

„ლიონი“ 45 ქულით მე-5 ადგილზეა და 28 მარტს „სტრასბურგს“ ესტუმრება.

What do you think?

-1 Points
Upvote Downvote

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

საქართველომ რაგბი ევროპა ისევ მოიგო: ზედიზედ მერვედ და ისე მეჩვიდმეტედ

სანდროს 10 ქულა 11 წუთში და მოგება