in

მიქაუატაძე მარტის ფეხბურთელია: გულშემატკივრებმა ქართველი დიდი უპირატესობით გამოარჩიეს

გიორგი მიქაუტაძე მარტში „მეცის“ საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.

ჩვენიანი საუკეთესოდ გულშემატკივრებმა დაასახელეს, გამოკითხვა კი კლუბის ოფიციალურ გვერდზე ჩატარდა.

ქომაგებმა საუკეთესო ოთხ ფეხბურთელს შორის გამოავლინეს.
ნომინანტები იყვნენ: იუსეფ მაზიზი (3 გოლი), გიორგი მიქაუტაძე (2 გოლი და 2 საგოლე პასი), ისმაელ ტრაორე (1 საგოლე პასი), მატიე უდოლი (1 საგოლე პასი).

გულშემატკივართა 74%-მა უპირატესობა ქართველ თავდამსხმელს მიანიჭა.

მარტში „მეცმა“ სტუმრად მოუგო „ანისის“ (3:0) და „რუენს“ (2:1), შინ კი გათამაშების ლიდერ „ლე ავრთან“ ფრედ ითამაშა (1:1).

„მეცი“ მე-4 ადგილზეა, მეორადგილოსან „ბორდოს“ 2 ქულით ჩამორჩება და ლიგა 1-ში გადასავლელად იბრძვის.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვამაყობ: მესიმ 800-ე გოლი გაიტანა, რონალდომ რეკორდები დაამყარა

ვიდეო: შენგელიას 10 ქულა და წაგება რეალთან