in

მისი ადგილი პრემიერლიგაშია

New York Times-მა ჩამოთვალა ის ფეხბურთელები, რომლებიც დღესვე მზად არიან, დაიცვან პრემიერლიგაში მოასპარეზე ამა თუ იმ კლუბის ღირსება. ცნობილი ამერიკული მედიასაშუალება წერს, რომ დიდი მოულოდნელობა იქნება, თუ გიორგი ჩაკვეტაძე მომავალ სეზონსაც ჩემპიონშიფის ბინადარ “უოტფორდში” გაატარებს.

“გიორგი ჩაკვეტაძე არის ფეხბურთელი, რომელიც მინდორზე თითქმის ბოლომდე ჩაწეული გეტრებითაა გამორჩეული. მას “უოტფორდის” ნახევარდაცვაში საკვანძო როლი აკისრია. მას უფრო მინდვრის ცენტრალურ ზონაში იყენებენ, მაგრამ თამაში შეუძლია ფლანგზეც.

ჩაკვეტაძე უცვლელი ფეხბურთელია როგორც კლუბში, ისე ნაკრებში. მან ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე ითამაშა საქართველოს ნაკრებთან ერთად. ძალიან სახალისო სანახავია, როცა ის სისწრაფითა და დრიბლინგებით უსწორდება მოწინააღმდეგეს.

მისი სტატისტიკა გოლებისა და საგოლე გადაცემების კუთხით არ არის მაინცდამაინც შთამბეჭდავი, მაგრამ ყოველ ეპიზოდში შესანიშნავად ჩანს, რომ ის დიდი გზნებითა და მონდომებით თამაშობს”, – წერს გამოცემა.

მართლაც, ვფიქრობთ, მოვიდა დრო, გიორგი ჩაკვეტაძემ კარიერა პრემიერლიგაში და “უოტფორდზე” მაღალი დონის გუნდში გააგრძელოს.

lelo.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მამარდაშვილს შეუძლია ლივერპულის ლეგენდებში ჩაეწეროს

ქართველები ამაყი ხალხი ვართ, დამოუკიდებლობა ჩვენთვის მნიშვნელოვანია: კიტეიშვილი