ცნობილი საფეხბურთო მენეჯერი მინო რაიოლა 54 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია იტალიურ მედიაში ვრცელდება.
რაიოლა მილანის საავადმყოფოში საოპერაციოდ ჯერ კიდევ იანვარში გადაიყვანეს. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშიში არ იყო და სარეაბილტაციო კურსს სახლში გადადიოდა. როგორც იტალიური წყაროები იუწყება, რაიოლას სასუნთქ გზებთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა.
მინო რაიოლამ ფეხბურთში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა იყო და ცნობილი მისი მეგაგარიგებით გახდა. იგი ისეთი ფეხბურთელების მენეჯერი იყო, როგორებიც პოგბა, ლუკაკუ, იბრაჰიმოვიჩი, ჰაალანდი და სხვები არიან.
წლევანდელი ზაფხული რაიოლასთვის ზედმეტად დატვირთული უნდა ყოფილიყო, რადგან სატრანსფერო ფანჯარაზე ელრინგ ჰაალანდის და პოლ პოგბას ტრანსფერებია მოსალოდნელი.
GIPHY App Key not set. Please check settings