in

მინდა თავაწეული და ვალმოხდილი წავიდე: ქოჩორას ლევანტეში გაცნობილი ხალხი უყვარს

გიორგი ქოჩორაშვილმა ესპანეთის ლა ლიგა 2-ის ბოლო ტურში „სარაგოსასთან“ მოგებულ შეხვედრაში 12.20 კმ გაირბინა, რაც „ლევანტეში“ და ზოგადად, მატჩში საუკეთესო შედეგი აღმოჩნდა და ამით ქართველმა ნახევარმცველმა თავისი წვლილი შეიტანა ვალენსიელების დამაჯერებელ მოგებაში – 5:2.

„ლევანტეს“ ოფიციალური გვერდისთვის მიცემულ ინტერვიუში გიორგიმ, იმის მიუხედავად, რომ რამდენიმე კვირის წინ პორტუგალიურ „სპორტინგთან“ კონტრაქტი გააფორმა, ესპანური კლუბისადმი სიყვარული არ დამალა.

„2019 წლიდან „ლევანტეში“ ვარ და ამ კლუბის გარდა, ის ხალხი მიყვარს, ვინც აქ გავიცანი. ბავშვობიდან ვოცნებობდი, რომ დიდი მიზნებისთვის მებრძოლა და „სპორტინგში“ ტრანსფერი ერთ-ერთი დიდი რამ არის, რასაც მივაღწიე.

ჩემი თანაგუნდელები მაქსიმუმს გასცემენ, რომ „ლევანტე“ ლა ლიგაში გადავიდეს. მეც ასე ვარ – ბევრჯერ მიფიქრია, როდესაც კლუბს დავტოვებ, მინდა, თავაწეული და ვალმოხდილი წავიდე. ეს არის ის, რის გაკეთებასაც „ლევანტეში“ ბოლო თამაშის ჩათვლით ვაპირებთ მე და ჩემი გუნდელები.

დარწმუნებული ვარ, ასეთი მიდგომა დაგვეხმარება დასახული მიზნის მიღწევაში, რადგან ჩვენი გულშემატკივრები ამ სიხარულს იმსახურებენ. როცა ბევრს შრომობ, ეს ყოველთვის შედეგს მოიტანს. ვფიქრობ, სეზონის ბოლოს წარმატებით ყველა გავიხარებთ“, – ამბობს ქოჩორაშვილი.

1tv.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

წიტაიშვილის გრანადა იგებს, ლაცაბიძის პირველი პასი და ეგოიანის დუბლი – ლეგიონერები

შერმადინის 9 ქულა და მორიგი მოგება: ტენერიფე მარტო რეალს ჩამორჩება