in

მინდა ერთად ბევრი გოლი გავიტანოთ: ლაკაზეტი მიქაუტაძეზე

ოლიმპიადაზე ასპარეზობის გამო, ვეტერანი თავდამსხმელი ალექსანდრ ლაკაზეტი “ლიონს” ახლახან შეუერთდა და კლუბის საიტთან ინტერვიუში გიორგი მიქაუტაძეზეც ისაუბრა:

“რა თქმა უნდა, სეზონის განმავლობაში ერთად ხშირად ვითამაშებთ. შეიძლება ეს შაბათს “მონაკოსთანაც” მოხდეს, თუ მწვრთნელი გადაწყვეტს. ჟორჟთანაც და სხვებთან ერთადაც სწრაფად უნდა შევქმნათ რაღაც. ის ხარისხიანი ფეხბურთელია, რაც ჯერ “მეცში”, შემდეგ კი ევროპის ჩემპიონატზე დაამტკიცა.

მოსალოდნელი ურთიერთობები? იმედი მაქვს, მალე შევთამაშდებით. მინდა, უბრალოდ ერთად ბევრი გოლი გავიტანოთ და გუნდს გამარჯვებების მოპოვებაში დავეხმაროთ. საფრანგეთის ოლიმპიურ ნაკრებთან ერთად კარგად მოვემზადე და ფორმაში ვარ”.

sportall.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

საზონოვმა შესაძლოა ტორინო დატოვოს

ხვიჩამ დამიანეს მიუძღვნა: კვარას გოლი, საოცარი პასი და უმაღლესი შეფასებები