in

მითხრეს, რომ ლაკაზეტთან ვითამაშებდი, მასთან მეტი თამაში მინდა 

CREATOR: gd-jpeg v1.0 (using IJG JPEG v62), default quality

„ლიონის“ თავდამსხმელმა, გიორგი მიქაუტაძემ სეზონის დასკვნით ეტაპზე, საკუთარ ფორმაზე, თანაგუნდელებსა და მომავლის გეგმებზე ისაუბრა.

„კარგი სეზონი მაქვს. შევძელი მეტი სათამაშო დროის მიღება და უფრო მოტივირებული გავხდი. „ლიონს“ კარგად ვიცნობ, მაგრამ როდესაც მივედი, იქ ახალი მოთამაშეები და ახალი მწვრთნელი დამხვდნენ, ამიტომ ადაპტაციისთვის გარკვეული დრო დამჭირდა.

მოედანზე არ ვღელავ – უბრალოდ ფეხბურთს ვთამაშობ ისე, როგორც შემიძლია. მიხარია, რომ ვითარება უმჯობესდება. დაბრუნება ადვილი არ იყო, მაგრამ ახლა ყველაფერი კარგად მიდის და ბედნიერი ვარ.

ზოგჯერ ინსტინქტურად ვთამაშობ. მე და ჩერკის კარგად გვესმის ერთმანეთის და ეს კავშირი მუშაობს. როდესაც მასთან ერთად ვთამაშობ, ვიცი, სად მიდის ბურთი და ყოველთვის მზად უნდა ვიყო ისეთი გადაცემისთვის, რომელიც სხვებმა, შეიძლება ვერც კი შეამჩნიონ.

…მინდა, ჩემი სახელი „ლიონის“ ისტორიაში ჩავწერო. ვცდილობთ, ტრანსფერებთან დაკავშირებულ ჭორებს დიდი ყურადღება არ მივაქციოთ. ჩვენი ერთადერთი მიზანი ჩემპიონთა ლიგაზე ადგილის მოპოვებაა.

როდესაც გუნდში მივედი, მითხრეს, რომ ლაკაზეტთან ერთად ვითამაშებდი. მსურს, მასთან მეტი სათამაშო დრო მქონდეს, მაგრამ ფეხბურთია და ასეც ხდება. მიმაჩნია, რომ ჩვენს დუეტს ლიგა 1-ში ეფექტური თამაში შეუძლია. ის ბევრს ფიქრობს და ბევრს მუშაობს, მამხნევებს და მიხარია, რომ ჩემს გვერდითაა“, – თქვა მიქაუტაძემ.

1tv.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

საქართველოს ნაკრების ტრიო ლიგა 1-ში ისტორიას წერს

სანდროც: ბარსას მამუკელაშვილიც უნდა