in

მითხრეს, რომ კვარაცხელია ჯორჯ ბესტივით დახვეწილი ფეხბურთელია

„ხვიჩა კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენის“ ქართველი ჯორჯ ბესტია“, – ამ სათაურით გამოცემა „დეილი მეილში“ ხვიჩა კვარაცხელიაზე სტატია გამოქვეყნდა.

„2020 წლის ზაფხულის ბოლოს „ბრაიტონმა“ მოიზეს კაისედო, ალექსის მაკალისტერი და მარკ კუკურელია შედარებით მცირე თანხის საფასურად დაიმატა. ამ გუნდის სკაუტინგის სისტემამ რუსეთის პრემიერლიგის ყაზანის „რუბინში“ 19 წლის ქართველ გარემარბს, ხვიჩა კვარაცხელიასაც მიაგნო, რომელიც ცოტა ხნის წინ „პარი სენ-ჟერმენმა“ „ნაპოლიდან“ 70 მილიონ ევროდ შეიძინა.

საბოლოოდ, იაპონიის J ლიგიდან 2,5 მილიონ ფუნტად დაიმატეს კაორუ მიტომა – მოთამაშე, რომელიც კვარაცხელიას მსგავს პოზიციაზე თამაშობდა. 2022 წლის ზაფხულში, კვარაცხელია ბათუმის „დინამოდან“ „ნაპოლიში“ მხოლოდ 10 მილიონ ევროდ გადავიდა და ეფექტი სწრაფად მოახდინა – ნეაპოლში ისე შეუყვარდათ, რომ მეტსახელად „კვარადონაც“ შეარქვეს. როდესაც მოთამაშეს დიეგო მარადონას ადარებენ, ლამის ნეაპოლის ღვთაებასა და ისტორიაში უდიდეს ფეხბურთელს, ესე იგი, ის ძალიან მაგრად თამაშობს.

კვარაცხელია ევროპის ტოპ 5 ლიგაში მესამე სეზონს ატარებს და ფანებს ისევ აღაფრთოვანებს. ის გამიდმებით მუშაობს, რომ ფიზიკყრად და მენტალურად გაძლიერდეს.

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის ბრიტანელი ასისტენტი დევიდ უები, რომელიც ჰარი კეინს 2015-2017 წლებში „ტოტენჰემიდან“ იცნობდა, თვლის, რომ ინგლისის ნაკრების კაპიტანსა და კვარაცხელიას ბევრი საერთო აქვთ.

„ჰარი კეინის მსგავს ელიტურ მოთამაშეებს აქვთ ამბიცია, რომ იყვნენ საუკეთესოები და ამას ახერხებენ. ეს თვისება კვარაცხელიასაც გააჩნია – ყოველთვის სურს კარისკენ დაარტყას, გოლი გაიტანოს, საჯარიმო შეასრულოს და გუნდისთვის მეტი გააკეთოს. მახსოვს, მასზე გარეთ საუთგეიტს ვესაუბრე და მან მითხრა: „კვარაცხელია ძალიან მიყვარს, ის ჯორჯ ბესტივით დახვეწილი და ძლიერი ფეხბურთელია, თანაც სწრაფად შეუძლია მცველი მოატყუოს“, – განაცხადა დევიდ უებმა.

ბევრი მიიჩნევს, რომ კვარაცხელია „ლივერპულში“ მოჰამედ სალაჰის საუკეთესო შემცვლელი იქნებოდა. თუმცა სკაუტინგის ავტორიტეტული პლატფორმის, Eyeball-ის საფეხბურთო სტრატეგიის ხელმძღვანელი ოლივერ დენჰარდტი ხაზს უსვამს, რატომ იყო პსჟ-ისთვის ქართველი მიმზიდველი ვარიანტი.

„როდესაც პსჟ ფეხბურთელს იძენს, კონტრაქტის დასრულების შემდეგ მას შანსი აქვს მადრიდის „რეალში“ წავიდეს. საინტერესოა, რომ კვარაცხელია საქართველოსთვის ბევრს ნიშნავს. მან დაამტკიცა, რომ ფეხბურთის თამაშით შეიძლება გამდიდრდე. ამ ქვეყანაში ოთხი მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს და ახალგაზრდა ფეხბურთელები წარმატებას სწრაფად აღწევენ. საუკეთესოები „დინამო თბილისში“ მიდიან და ეს აადვილებს ბაზრის ეფექტურად შესწავლას“, – განაცხადა მან „დეილი მეილთან“.

ქართველი ფეხბურთელების მიმართ ინტერესი იზრდება, სკაუტები მთელ მსოფლიოში უკვე აღფრთოვანებულნი არიან „დინამო თბილისის“ 16 წლის ტალანტით, საბა ხარებაშვილით. თუ ის კვარაცხელიასავით კარგი მოთამაშე აღმოჩნდება, ქართულ ფეხბურთს კიდევ ერთი სუპერვარსკვლავი ეყოლება“.

1tv.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ორივე გიორგი სიმბოლურში: ქოჩორა და წიტე ტურის ნაკრებში მოხვდნენ

პსჟ მეორე ფავორიტი გახდა, წინ ბარსაა