in

მითხრა ამდენ ქართველს არ ველოდითო: ბიჭების კომენტარები

საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის პლეი-ოფში სომხეთი, როგორც მოსალოდნელი იყო, დაამარცხა და ფაქტობრივად გაინაღდა B ლიგაში დარჩენა. 3:0 კომფორტული გამარჯვების შემდეგ ბიჭებმა მცირე კომენტარი გააკეთეს, მათ შორის ნაკრების ახალმა კაპიტანმა და გოლების ავტორებმა.

ოთარ კიტეიშვილი:

„პირველი ყოველთვის განსაკუთრებულია. საოცარი განცდა იყო. სანამ თამაში დაიწყებოდა, ცოტა ეიფორიაშიც ვიყავი, მაგრამ შემდეგ უკვე თამაშზე ვკონცენტრირდი.
მატჩის მსვლელობას ვაკონტროლებდით და დამაჯერებლადაც მოვიგეთ. მნიშვნელოვანი იყო, რომ ორი გოლის გატანა პირველ ტაიმში მოვახერხეთ. შემდეგ უფრო მეტი სივრცე გვქონდა სწრაფი იერიშებისთვის. როცა ჩვენს შემტევებს სივრცე აქვთ, კარგად ვიცით, რა შეუძლიათ“.

გიორგი მიქაუტაძე:

„კარგი თამაში იყო, 3:0 მოვიგეთ და დიდი ნაბიჯი გადავდგით B ლიგაში დასარჩენად“.

გიორგი ქოჩორაშვილი:

„ბედნიერი ვარ, გამარჯვება მოვიპოვეთ. იმის თქმაც მინდა, რომ ჯერ არაფერი არაა დამთავრებული, მეორე მატჩი გველოდება, უნდა დავისვენოთ და მოვემზადოთ. გოლი კი დედაჩემს ეკუთვნის, იმიტომ, რომ მისი დაბადების დღეა.
ჩემმა მეგობარმა, რომელიც სომხეთის ნაკრებში თამაშობს, მითხრა, რომ ამდენ ქართველს სტადიონზე არ ელოდნენ. მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო გულშემატკივრებს. რაც არ უნდა ხდებოდეს, ისინი ყოველთვის მოდიან და მხარს გვიჭერენ.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვეცდები ისეთი შემადგენლობა შევარჩიო, რომელიც საუკეთესო თამაშს აჩვენებს: სანიოლი თბილისში სხვა ფეხბურთელებს ათამაშებს

რა დაუწერეს ჩვენს ბიჭებს: ყველაზე მაღალი მიქაუტაძეს