in

მიზანი კვარაცხელიასთვის ხელფასის მომატება თუ სხვა კლუბში გადაყვანაა – რა წერია ფიფას რეგლამენტში?

ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლისთან“ კონტრაქტის გაგრძელების საკითხი ჩიხშია შესული. ჟურნალისტი ჯანლუკა ვიგლიოტი წერს, რომ აგენტი მამუკა ჯუღელი თავისი კლიენტისთვის სეზონურ გასამრჯელოდ 8 მილიონ ევროს ითხოვს, კლუბი კი ბონუსებიანად 6 მილიონის გადახდაზეა თანახმა, რომლის მიხედვით ის გუნდში რომელუ ლუკაკუსთან ერთად ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი შეიძლება გახდეს და ეს მაქსიმუმია, რისი შეთავაზების საშუალებაც პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს გააჩნია.

„კორიერე დელო სპორტის“ ცნობით, გასულ კვირაში ნეაპოლში ჯუღელსა და „ნაპოლის“ წარმომადგენელს შორის კიდევ ერთი არაოფიციალური შეხვედრა შედგა, რომელმაც შედეგი ვერ გამოიღო და მხარეები მოლაპარაკებებს ამ თვის
ბოლოს მილანში გააგრძელებენ.

ქართველის თანამშრომლობის გახანგრძლივება ფართო განხილვის საკითხი გახდა. „ტერნანას“ მწვრთნელი რობერტო ბრედა აღნიშნავს, რომ სიტუაცია ამ მხრივ ვიქტორ ოსიმენის გამო გასულ წელთან შედარებით გართულდა, კლუბს მომგებიანი პოზიცია აქვს, მაგრამ პრობლემა მალეა მოსაგვარებელი და უნდა შეაფასონ, გაყიდონ თუ არა მოთამაშე.

ჟურნალისტი და ტელეწამყვანი რაფაელე აურიემა მიიჩნევს, რომ ხვიჩა კონტრაქტს არ გააგრძელებს, ვინაიდან ადრე 5.5-მილიონიან ხელფასზე უარი თქვა. კალიდუ კულიბალის ყოფილი აგენტის, ბრუნო სატინის აზრით, რადგან „კვარა“ ხელშეკრულების გახანგრძლივების წინააღმდეგია, ზაფხულში წასვლა სურს და ძნელი სათქმელია, მოინდომებს თუ არა ხვიჩას ხელში ჩაგდებას პსჟ, რომელიც ადრე მისი სამსახურით იყო დაინტერესებული. Areanapoli-ს საფეხბურთო მიმომხილველი ლუკა ჩირილო თავისი პოზიციის გამოსახატავად გულშემტკივრების მიერ სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული პოსტების მიხედვით წერს, რომ არასაკმარისად მოტივირებული ფეხბურთელის შესანარჩუნებლად ბრძოლას აზრი არ აქვს, გაისად 60-70 მილიონად უნდა გაყიდონ, მისი შემცვლელი დავიდ ნერესის სახით ჰყავთ და თან შეუძლიათ იაფად „კომოს“ 20 წლის არგენტინელი შემტევი ნიკო პასი დაიმატონ, რომელიც „ნაპოლიში“ გადასვლით აღფრთოვანებული იქნება.

ძნელი სათქმელია, ჯუღელს უნდა კვარაცხელიასთვის გასამრჯელოს მომატებას მიაღწიოს თუ საერთოდ სხვა კლუბში წაიყვანოს. Tuttomercatoweb-ის მტკიცებით, ფიფას რეგლამენტის მე-17 პუნქტით ფეხბურთელს აქვს გუნდის გამოცვლის უფლება – 28 წლის ასაკამდე მოთამაშეს კონტრაქტის გაფორმებიდან მესამე წელს მისი გადახედვის ან გასხვისების მოთხოვნის საშუალება გააჩნია. თუმცა, ეს საკმაოდ რთული პროცედურაა და არაა გამორიცხული, საქმე სასამართლო დავამდე მივიდეს. აგენტი მარიო ფოლიამანცილო ირწმუნება, რომ თუ კვარაცხელია ამ ნაბიჯს გადადგამს, შეიძლება დისკვალიფიციით დაისაჯოს.

sportall.ge

What do you think?

-1 Points
Upvote Downvote

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გეგმა უკვე შევასრულეთ, ახლა თითოეულ ქულას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს: დღეს ახალგაზრდულს შვედეთი მეორე ადგილს შეეცილება

რუნი 21-ე საუკუნეში საუკეთესო ინგლისელია