პსჟ-ს დღეს საღამოს „ლივერპულთან“ ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი მერვედფინალური მატჩი აქვს „ენფილდზე“ და 0:1 აქვს ამოსაქაჩი. მატჩის წინა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებზე პსჟ-ის მწვრთნელმა ლუის ენრიკემ უპასუხა:
„ახლა უფრო თანაბარი შეხვედრა იქნება, მთავარია კონტროლი არ დავკარგოთ, ერთად დავიცვათ თავი და შევუტიოთ.
მიზანი მხოლოდ ერთია – მოედანზე მოსაგებად გავიდეთ. ვიცით, რას ვაკეთებთ კარგად და რაში გვაქვს მოსამატებელი. ჩვენი უპირატესობა ბურთის ფლობაა და თუ ამას ვახერხებთ, შედეგს ვაღწევთ.
ფეხბურთელებმა იციან, აქ როგორ ითამაშონ, ეს დიდი მოტივაციაა. ემოციების მართვა უნდა შევძლოთ. აქ თამაში გამოცდილი ფეხბურთელებისთვისაც რთულია. ჩემი დავალება მარტივია: ვიყოთ მეტოქეზე უკეთესი.
გამონაკლისი გავაკეთე, თამაშამდე ბიჭებს ველაპარაკე და გავამხნევე, რადგან აუცილებელი იყო“.
GIPHY App Key not set. Please check settings