in

მთელი ძალით საქართველოსთან: კრიშტიანო ემზადება და მოგებით გვემუქრება

საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე ერთი, გადამწყვეტი მატჩი და ურთულესი მეტოქე ელოდება. ტურნირის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი, საუცხოოდ დაკომპლექტებული პორტუგალიის ნაკრები, რომელსაც ზემოტივირებული და ისტორიაში უდიადესი კრიშტიანო რონალდო ჰყავს. პორტუგალიამ ორი თამაშის მოგებით გაინაღდა ჯგუფში პირველობა, მაგრამ როგორც ჩანს არც ჩვენთან შეხვედრას ელოდებინ ზერელად, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა გადახალისებული შემადგენლობით გამოვიდნენ.

პორტუგალიის ნაკრების კაპიტანმა რონალდომ სოციალურ ქსელში ვარჯიშის ფოტო გამოაქვეყნა და მიაწერა: „მთელი ძალით ვემზადებით. იმუშავე ბოლომდე!“

კრიშტიანოს კომენტარი:

“საქართველოსთან გამარჯვებისთვის გავალთ, რადგან გვინდა ჯგუფური ეტაპი კარგ განწყობაზე დავასრულოთ. თუმცა ჩანს, რომ ქულები მათაც სჭირდებათ, ისინი იბრძოლებენ და ამისთვის მზად ვიქნებით“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ჩემი ოჯახიც და მეც აქ თავს ძალიან კარგად ვგრძნობთ: შერმადინი ტენერიფეში კიდევ ერთი წლით დარჩა

ვიდეო: 200 ადამიანი მივიდა მესის სასტუმროსთან მისალოცად – ლეომ ხელი დაუქნია და ყველას ტორტის ნაჭერი დაურიგეს