in

მთავარ მატჩში პსჟ უნდა ვათამაშო: ლუის ენრიკეს შოუ გუნდი და სიამოვნება უნდა

დღეს ჩემპიონთა ლიგის მეორე ფინალისტიც გაიორკვევა. ხვიუცა კვარაცხელიას პსჟ-ს საშნაო შევხედრაში „არსენალთან“ ლონდონში მიღწეულიუ უპირატესობა (1:0) აქვს შესანარჩუნებელი.

ფრანგული მედია ვარაუდობს, რომ პსჟ-ს შემადგენლობა ისეთვე იქნება, როგორიც ლონდონურ შევხედრაში, მაგრამ აქ არის ერთი მაგრამ: უსმან დემბელე დაშავდა და მიუხედავად იმისა, რომ გადფაწუდა ის იქნება განაცხადში, რამდენას მზად არის ძირითადისთვის.
სხვა მხრივ არანაირი ცვლილება მოსალოდნელი არ არის. ლუის ენრიკემ წამყვანი ფეხბურთელების უმეტესობა „სტრასბურგთან“ შეხვედრაში დაასვენა.

პსჟ-ს სავარაუდო შემადგენლობა: დონარუმა, ჰაკიმი, მარკინიოსი, პაჩო, მენდეში, ნევეში, ვიტინია, ფაბიანი, დუე, კვარაცხელია, დემბელე.

პსჟ-ს მთავარმა მწვრთნელმა კი მატჩამდე ტრადიციული პრესკონფერენცია გამართა.

„აქამდე დიდი შრომის შედეგად მოვედით. ჩვენ აქ ვართ, რადგან ამას ვიმსახურებთ. პირველი თამაში მოვიგეთ და ახლაც მოგება გვინდა. უნდა გავამართლოთ გულშემატკივრების ნდობა.

ფინალთან დაკავშირებით მხოლოდ ერთი მიზანი მაქვს: პსჟ ჩემპიონთა ლიგის მთავარ მატჩში ვათამაშო. ვიქნებით აგრესიულები, როგორც ბურთით, ისე – უბურთოდ.
მოედანზე გავალთ, რათა ვითამაშოთ ჩვენი ფეხბურთი და გულშემატკივრებს სიხარული მივანიჭოთ. საპასუხო მატჩები პირველს არ ჰგავს ხოლმე. გადაწყვეტილი ჯერ არაფერია. ოთხშაბათს საღამოს სრულიად განსხვავებული თამაში იქნება.

მიკელ არტეტა ფეხბურთელობისას გავიცანი, ერთად ვიყავით „ბარსელონაში“. ძლიერი ხასიათის მქონე და შესანიშნავი მოთამაშე იყო, ახლა კი დიდებული მწვრთნელია. მისი მუშაობის შედეგები „არსენალში“ აშკარად ჩანს. არტეტას ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ, მაგრამ არა ამ მატჩში.

ყოველთვის ვამბობდი, რომ მაღალი დონის ფეხბურთელები მყავს. ყველა კლუბში ვცდილობ, მათი როგორც ინდივიდუალური, ისე გუნდური უნარები მაქსიმალურად გამოვიყენო.

პსჟ-მა გასული სეზონიდან მოყოლებული ბევრი მოწონება დაიმსახურა. ეს იყო ჩემი ერთ-ერთი მიზანი: საინტერესო თამაში შემეთავაზებინა, მაგალითად ისეთი, როცა ადამიანი ფილმის ან შოუს სანახავად მიდის. მაგარი შეგრძნებაა, როდესაც ხალხი ასე საუბრობს ჩვენზე.

უნდა ისიამოვნო იმით, რაც ხდება მატჩის დაწყებამდე, მიმდინარეობისას და დასრულების შემდეგ“.

პსჟ-სა და „არსენალის“ შეხვედრა 7 მაისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

საგოლე მოქმედება ყველა მატჩში: მიქაუტაძის შესანიშნავი სტატისტიკა

კვარათი ვამაყობ და აღფრთოვანებული ვარ: ლუის ენრიკე