in

მთავარია ჩვენ როგორ ვითამაშებთ: ვილი სანიოლი ცვლილებებს აპირებს

საქართველოს ნაკრები დღეს ჰამბურგში ჩავიდა, სადაც ხვალ ევროპის ჩემპიონატზე მეორე შეხვედრას გამართავს და რომელიც ძალიან ბევრ რამეს გადაწყვეტს. ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა კი მატჩის წინა ტრადიციული პრესკონფერენცია ჩაატარა.

ვილი სანიოლი:

“თურქეთთან ძალიან ემოციურ მატჩში საინტერესოდ ვითამაშეთ. გუნდმა ფანტასტიკური რეაქცია გამოავლინა. წაგების გამო გულდაწყვეტილები ვართ, თუმცა ასეთ ტურნირზე, ასეთი თამაშის შემდეგ გულდაწყვეტილები რომ ვართ, ესეც უკვე წინგადადგმული ნაბიჯია.

ბიჭებმა კარგად დაისვენეს და ძალები აღიდგინეს. მხოლოდ კიტეიშვილი არ არის მწყობრში.

ჩეხეთის ნაკრები გამოცდილია, სხვა სტილის გუნდია და მასთან განსხვავებული დაპირისპირება გველოდება. გამოცდილი გუნდია, შესარჩევი ეტაპი წარმატებით ჩაატარა და მათთან თამაში იოლი არ იქნება.

თუმცა მთავარია ჩვენ როგორ ვითამაშებთ. შეცდომები აღარ უნდა გავიმეოროთ. მეტოქის შესახებ ბევრი რამ ვიცით, მათი პლუს-მინუსები, მაგრამ ყველა მატჩი განსხვავებულია. ჩვენი პრობლემა არა მოწინააღმდეგე, არამედ დისციპლინით თამაშია. თუ მებრძოლ ხასითს გამოვავლენთ, ყველაფერი გამოგვივა.

ხანდახან შემადგენლობაში ცვლილებების განხორციელებაა აუცილებელი. ახლა ზუსტად ვერ ვიტყვი, თუმცა ცვლილებები იქნება. ევროპის ჩემპიონატი განვითარებისთვის უნდა გამოვიყენოთ, ამიტომ 11 ფეხბურთელზე დაყრდნობა კარგი არაა.

მხოლოდ შედეგზე არ ვართ ორიენტირებული. მნიშვნელოვანია, გააანალიზო საკუთარი თამაში, ნახო რა გამოგდის და რა არა”.

საქართველოსა და ჩეხეთს შორის F ჯგუფის მეორე ტურის შეხვედრა ქალაქ ჰამბურგში, ხვალ თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ფოტო: საქართველო ჰამბურგშია

აქ ვართ და მზად ვართ