in

მთავარია როგორ დავიწყებთ, პირველ ორ მატჩს როგორ ჩავატარებთ: კაშიას გულშემატკივრების ეიმედება

საქართველოს ნაკრები ხვალ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლს იწყებს. ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ მოახლოებული თამაშების შესახებ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

ყველა ფეხბურთელი მზად არის: ვილი სანიოლი იმედიანადაა

გურამ კაშია:

„ნაკრებში დროში შეზღუდულები ვართ, თუმცა გუშინდელი ვარჯიში ძალიან ნაყოფიერი იყო, ბევრი ტაქტიკური ნიუანსით, ბევრი კარგი რამ ვისწავლეთ. ძალიან კარგად ვივარჯიშეთ და ეს ფეხბურთელებს აუცილებლად დაგვეხმარება. მზადება კარგად მიდის და მცირე დრო პრობლემად არ იქნება.

მახსოვს ევროპის ჩემპიონატზე თურქეთთან თამაში, სადაც სამი გოლი გავუშვით. ახლა ბევრად უფრო გამოცდილი გუნდი ვართ, შინ და ვეცდებით ქულები ავიღოთ.

რეალისტები უნდა ვიყოთ. ესპანეთს ბევრჯერ ვეთამაშეთ და ძალიან რთული მეტოქეა, მასთან ქულების დაგეგმვა თითქმის შეუძლებელია. რაც შეეხება თურქეთსა და ბულგარეთს, თუ მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრა გვინდა, მათთან წარმატებით უნდა ვითამაშოთ. ყველაზე მნიშვნელოვანია, პირველ ორ მატჩს როგორ ჩავატარებთ. მნიშვნელოვანია როგორ დავიწყებთ, თურქეთის ნაკრების დამარცხების გვჯერა. ეს არის გასვლის ერთადერთი შანსი. ესაა რეალობა.

სამწუხაროა, ორი მნიშვნელივანი ფეხბურთელი რომ დაგვაკლდა. ისინი დიდი ძალა არიან, მაგრამ იმედიანად ვართ, მათი არყოფნა არ დაგვეტყობა. კიტეიშვილით და მის გარეშე ორი სხვადასხვა გუნდი ვართ. როგორც ვთქვი, კარგად მოვემზადეთ და იმედია, დანაკლისი შედეგზე უარყოფითად არ აისახება.

ჩვენ სამაგალითო გულშემატკივრები გვყავს. სულ გვამხნევებდნენ და რასაც ბოლო წლებში აკეთებდნენ, ასევე დაგვიდგნენ გვერდში და ვეცდებით, გავახაროთ.

საქართველოს ნაკრები 4 სექტემბერს თურქეთის ნაკრებს უმასპინძლებს (20:00 სთ), ხოლო 7 სექტემბერს – ბულგარეთს (17:00 სთ).

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ყველა ფეხბურთელი მზად არის: ვილი სანიოლი იმედიანადაა