in

მზერა კვარასკენ, ის ნაპოლის სახეა

areanapoli აღნიშნავს, რომ ახალი “ნაპოლი” “კვარაცენტრული” (Kvaracentrico) იქნება, რამეთუ მწვრთნელი ანტონიო კონტე გუნდის აშენებას ხვიჩა კვარაცხელიას გარშემო აპირებს, ქართველი მისი ნდობით კმაყოფილია, წლიურ გასამრჯელოდ 5 მილიონ ევროზე მეტი შესთავაზეს, თავად 8 მილიონს ითხოვს და თუ კონტრაქტის 2029 წლის ზაფხულამდე განახლებაზე არ დათანხმდა, ძველი პირობებით დარჩენა მოუწევს.

ნეაპოლური გამოცემების ცნობით, ვარჯიშზე კონტემ ფეხბურთელები გატანჯა, კვარაცხელიას ზურგზე მცირე პრობლემა შეექმნა, თუმცა ექიმებმა დახმარება აღმოუჩინეს და მოედანზე დაბრუნდა.

“გაძეტა დელო სპორტი” წერს, რომ ხვიჩას ანტონიო მისი ტალანტიდან გამომდინარე, აბსოლუტურ ლიდერად მიიჩნევს, გუნდი ქართველისა და
ჯოვანი დი ლორენცოს გარეშე ვერ წარმოუდგენია, შეხვედრით ბედნიერია და ახალი სეზონის მათთან ერთად ხალისიანად დაწყება ახარებს:

“ყველას მზერა “კვარასკენაა” მიპყრობილი, ვინაიდან როგორც არასდროს “ნაპოლის” პროექტის სახეს წარმოადგენს. ეს პატარა მინიშნებებით თავიდანვე ნათელი იყო, როდესაც ვიდეოში ტრენტინოს შეკრებას და ახალი სპონსორის ფორმას რეკლამა გაუკეთა და ეს მიუხედავად იმისა, რომ შვებულებაში ყოფნის გამო იქ ფიზიკურად არ იმყოფებოდა. მოკლედ, ჩავარდნილი სეზონის შემდეგ ნეაპოლური რესტარტის და გარანტირებული ამბიციების სიმბოლოა. ცხადია, ის რჩება ახალი ტექნიკური პროექტის მთავარ საყრდენად, რომელიც კონტეს სურდა იმთავითვე ყოველმხრივ დაეკავშირებინა თავის მომავალთან.

ხვიჩა ასევე მემკვიდრეობით მიიღებს ვიქტორ ოსიმენისგან წამყვანი ფეხბურთელის როლს, რომელიც ნეაპოლურ კარიერას ასრულებს. ნიგერიელმა საერთო ჯგუფთან ერთად ტაქტიკურ მეცადინეობაში მიიღო მონაწილეობა, მერე ბაზაზე გულშემატკივრებს მიესალმა და სპორტულ დარბაზში წავიდა. ორი ვარსკვლავი – ერთი მიმავალი და მეორე, რომელმაც “ნაპოლის” მომავალი გზა უნდა გაანათოს. ის პატივისცემის სიტყვებით კმაყოფილია და სურს კონტეს ნდობა დრიბლინგებით, წინამძღოლობით, საგოლე გადაცემებით და გოლებით გადაუხადოს”.

sportall.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ჩემი ყველაზე დიდი ოცნება ესპანეთში თამაში იყო: გრანადამ წიტაიშვილი წარადგინა – ფოტო

სალუქვაძე 38-ეა, 2 აგვისტოს კიდევ ისვრის: ნინო ოლიმპიადის რეკორდის თანაავტორი გახდა