ამ საღამოს ლონდონში ჩემპიონთა ლიგის მეორე ფინალისტიც გაირკვევა. „სიტი“ ან კარგად ნაცნობ თანამემამულე „ჩელსის“ შეხვდება ან გვარდიოლა ოცნების ასრულებასთან ახლოს მივა – როგორც პეპის მამამ ბრძანა, მისი შვილის ოცნებაა ჩემპიონთა ლიგის ფინალში „რეალი“ დაამარცხოს.
რა იყო პირველ მატჩში?
„ჩელსიმ“ მაგრად დაიწყო მადრიდში თამაში და უკვე დებიუტში გახსნა ანგარიში, თუმცა პულიშიჩის გოლამდე ვერნერმა 100%-იანი მომენტი გააფუჭა. საკმაოდ მალე ბენზემამ შესანიშნავი გოლით გაათანაბრა ანგარიში. კარგი პირველი ტაიმის შემდეგ, გუნდებს ფაქტობრივად არაფერი შეუქმნიათ და თამაში კოკისპირული წვიმით გახდა დასამახსოვრებელი.
გზა ნახევარფინალისკენ
„ჩელსი“
სტატისტიკა: მ7 ფ2 წ1 ბურთები19-3
ბომბარდირი: ოლივიე ჟირუ (6)
1/4 ფინალი: 2:1 „პორტო“
1/8 ფინალი: 3:0 „ატლეტიკო“
E ჯგუფი: გამარჯვებული
„რეალი“
სტატისტიკა: მ6 ფ3 წ2 ბურთები19-12
ბომბარდირი: ქარიმ ბენზემა (6)
1/4 ფინალი: 3:1 „ლივერპული“
1/8 ფინალი: 4:1 „ატალანტა“
B ჯგუფი: გამარჯვებული
ფორმა
„ჩელსი“
ბოლო შედეგები: მფმფმწ
ბოლო მატჩი: “ჩელსი”-“ფულჰემი” 2:0
ამჟამინდელი მდგომარეობა: მე-4 ადგილი ჩემპიონატში, ინგლისის თასის ფინალისტი
„რეალი“
ბოლო შედეგები: მფფმფფ
ბოლო მატჩი: “რეალი”-“ოსასუნა” 2:0
ამჟამინდელი მდგომარეობა: მე-2 ადგილი ჩემპიონატში
სავარაუდო შემადგენლობები
„ჩელსი“: მენდი – კრისტენსენი, ტიაგო სილვა, რიუდიგერი – ასპილიკუეტა, ჟორჟინიო, კანტე, ჩილუელი – პულიშიჩი, ვერნერი, მაუნტი
„რეალი“: კურტუა – ვალვერდე, რამოსი, მილიტაო, ნაჩო – კაზემირო, კროოსი, მოდრიჩი – ასენსიო, ბენზემა, ვინისიუსი
ზინედინ ზიდანი:
„კარგი მატჩი უნდა ჩავატაროთ. მთელი ძალები დავახარჯოთ მატჩს. ასე იყო პირველ შეხვედრაშიც და ასე იქნება ახლაც. მაღელვებს მარტო ის, რას ვუზამთ ბურთს. გუნდი მზადაა. ჩვენ ჩვენი ფეხბურთი უდა ვითამაშოთ. მთელი 90 წუთი და შესაძლოა მეტიც. კარგად ვართ მომზადებული“.
ტომას ტუხელი:
„მთავარი ამოცანაა, ვიმოქმედოთ მაქსიმალური ინტენსივობით მთელი მატჩის განმავლობაში. ეს ნახევარფინალია და დაძაბულობა სახუმარო არ არის. ბრძოლა გავარდნაზეა, ამიტომ საჭიროა საკუთარი ძალების რწმენა. ჩვენ აქ დამსახურებულად ვართ და ხარისხიან ფეხბურთს ვაჩვენებთ. რა თქმა უნდა, არ ვეცდებით ფრის შენარჩუნებას და მოგებას შევეცდებით“.
ფაქტები და სტატისტიკა
„რეალისთვის“ ეს პირველი ნახევარფინალია 2018 წლის შემდეგ, „ჩელსიმ“ ამ სტადიამდე 2014-ის მერე პირველად მოაღწია.
წლევანდელ ჩემპიონთა ლიგაზე „რეალმა“ უკვე მოუგო ინგლისურ კლუბს, ხოლო „ჩელსიმ“ – ესპანურს. მადრიდელებმა ¼ ფინალიდან „ლივერპული“ ჩამოიშორეს, ხოლო ლონდონელებმა 1/8 ფინალში „ატლეტიკოს“ აჯობეს.
გუნდები აქამდე სამჯერ შეხვედრილან და ყოველთვის ევროტროფეისთვის. 1998 წელს თასების თასის მფლობელმა „ჩელსიმ“ გუსტავო პოიეტის 83-ე წუთზე გატანილი გოლით ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული „რეალი“ დაამარცხა და უეფას სუპერთასი დაისაკუთრა.
„ჩელსიმ“ მადრიდელები დაამარცხა 1971 წელს თასების თასის ფინალშიც ათენში. პირველი მატჩი 1:1 დასრულდა. ორ დღეში გადაითამაშეს და 2:1 ინგლისურმა კლუბმა მოიგო, რითაც ისტორიაში პირველი ევროთასი მოიპოვა.
ჩელსი
„ჩელსიმ“ ჩემპიონთა თასზე 2 ნახევარფინალი მოიგო და 7 წააგო.
„ჩელსი“ მე-14-ედ არის ნახევარფინალში. წინა სტატისტიკა: მ6 წ7.
„სტემფორდ ბრიჯზე“ ჩემპიონთა ლიგის ბოლო 9 მატჩში „ჩელსის“ მარტო 3 მოგება აქვს (ფ4 წ2).
„ჩელსი“ 12-ჯერ შეხვედრია ესპანურ კლუბებს ორმატჩიან დაპირისპირებაში – მ5 წ7.
ტომას ტუხელს არასოდეს წაუგია ესპანურ კლუბებთან როგორც მწვრთნელს – მ3 ფ4.
რეალი
„რეალი“ ჩემპიონთა თასზე 30-ე ნახევარფინალს ატარებს. მადრიდელებს 16-ჯერ მოუგიათ ამ სტადიაზე და 13-ჯერ წააგეს.
„რეალმა“ მოიგო ბოლო სამი ნახევარფინალი, თუმცა მანამდე 6-დან 5 წაგებული ჰქონდა.
„რეალი“ მე-14-ედ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, რაც ტურნირის რეკორდია.
ჩემპიონთა თასის ჩათვლით, ეს 51-ე კამპანიაა „რეალისთვის“ ამ ტურნირზე, რაც ასევე რეკორდია.
„რეალის“ სტატისტიკა ორმატჩიან შეხვედრებში ინგლისურ კლუბებთან: მ9 წ5.
მადრიდელებმა ბოლო ასეთი 5 დუელიდან 4 მოიგეს.
„რეალი“ ვერ უგებს ინგლისურ გუნდს გასვლაზე ზედიზედ 4 მატჩია.
„რეალს“ ევროთასებზე ორმატჩიანი დაპირისპირება 9-ჯერ დაუწყია საშინაო ფრით, მხოლოდ ორჯერ გავიდნენ მომდევნო ეტაპზე და ორივეჯერ „მანჩესტერი“ დაამარცხეს.
ბუქმეკერები
შანსები მეტ-ნაკლებად თანაბრად ფასდება, თუმცა მაინც უფრო „ჩელსის“ მოგება გგონიათ. მასპინძელთა გამარჯვების კოეფიციენტი – 2.25-ია, ფრე შეფასდა – 3.45, ხოლო „რეალის“ წარმატება – 3.5.
სამაგიეროდ თანაბრად აფასებენ ფინალში გასვლის შანსებს.
ასევე არ გამორიცხავენ დამატებით დროს.
ბუქმეკერები არ მიიჩნევენ, რომ მატჩი შედეგიანი გამოდგება: 2.5 გოლზე მეტი – 2.22, ხოლო 2.5 გოლზე ნაკლები – 1.73.
თუ მასპინძლები გაიტანენ, ამოქმედდება კოეფიციენტი – 1.26.
სტუმრების გოლი – 1.46.
ორივე გაიტანს – 1.95.
GIPHY App Key not set. Please check settings